ზიდანი:„თქვენთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მაქვს“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„პრესკონფერენციას ერთი სასიამოვნო ინფორმაციით ვიწყებ, რომელიც აზარს ეხება. ედენი ჩვენს გუნდს უბრუნდება და „სელტასთან“ მატჩში განაცხადში მოხვდება. ბელგიელმა რამდენიმე თვიანი პაუზა დაასრულა და ჩემს მითითებებს იღებს.“

„მთავარია გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. რიტმი უნდა შევინარჩუნოთ და ყველანაირად ვეცადოთ, მაქსიმალური შედეგის ჩვენებას. „სელტას“ სახით ძალიან რთული მეტოქე გვყავს, ერთი შეხედვით, ვიგოური კლუბი წელს ვერაფერს აჩვენებს, მაგრამ მათ მიერ ცხრილში ნაჩვენები შედეგი ნამდვილად არ ასახავს იმ ძალას, რომელსაც მოწინააღმდეგე ფლობს.“

„დაცვითი პოტენციალის გაუმჯობესებაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ და შედეგებიც სახეზეა, თუმცა ჩვენი მაჩვენებლების მთავარი მიზეზი არამხოლოდ უკანა რგოლის კარგად თამაში, არამედ ბალანსია. გუნდი ბალანსირებულ ფეხბურთს თამაშობს და მოთამაშეებზე ყველაფერი თანაბრად ნაწილდება.“

„„სიტიზე“ ბევრ საუბარს არ ვაპირებ. ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასაღწევად.“

„მანჩესტერულ გიგანტთან ასპარეზობას ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით. აზარის ახლა დანრუნება მნიშვნელოვანია.“

„არჩევანს საუკეთესო ფეხბურთელებზე ვაკეთებ. მოხარული ვარ, რომ გუნდში დიდი რესურსია და თერთმეტეულის შერჩევა მარტივი საქმე არ არის. კონკრეტული შეხვედრისთვის შემადგენლობას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებ ვარჩევ, კვირის დასაწყიში ან ბოლოს.“

„ფეხბურთელების დასვენების საშუალება მივეცი, რადგან „სელტასთან“ მატჩამდე დიდი დრო იყო დარჩენილი. ზოგჯერ მოდუნება კარგიც არის.“

„ახლა ჩემ განკარგულებაში 23 მოთამაშეა, თითოეული მათგანი მზად უნდა იყოს გამოწვევის მისაღებად და მოედანზე მაქსიმუმის დასადებად.“

„მომდევნო თვე საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ამაზე ახლა არ ვფიქრობ. ჩემი მთავარი საზრუნავი მომდევნო მატჩის მოგებაა. გრძელვადიან საკითხებზე ახლა ვერ ვისაუბრებ,რადგან ამის დრო არ არის.“

„ვინიციუსი მოტივირებულია, მას სურს მუშაობა და ეს ძალიან მომწონს. ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდ პერსპექტივას ფლობს და მომატება შეუძლია. ნამდვილად დასაფასებელია მისი შრომა, რომელსაც ყოველდღიურად წევს და ცდილობს, რომ საკუთარი თამაშით ყველა გააოცოს.“

„ითამაშებს თუ არა ედენი ხვალ გაიგებთ. იმას ახლავე გეუბნებით, რომ ბელგიელი 100%-ით მზადაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 თებერვალი 2020
  • 3901
  • 1

1

15 თებერვალი 2020 17:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სიტის გაგდება კარგად გაქვს დაცდილი ზიზუ fellow

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (192)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)