მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)

მიმდინარე უიქენდზე, პრიმერა დივიზიონის 37–ე ტურის მატჩები გაიმართება. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი (ბარსელონა), სევილიას ეწვევა და ადგილობრივ კლუბთან გაარკვევს ურთიერთობებს, ხოლო ლა ლიგის ექს–ლიდერი (რეალი), "სანტიაგო ბერნაბეუზე", ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს. ესპანეთის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა, სატურნირო მდგომარეობა კი ძალიან დაძაბულია.


მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)


მატჩი: მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი"

დრო, ადგილი: 2010 წელი, 8 მაისი, 23:00 "სანტიაგო ბერნაბეუ (მადრიდი)

ტელემაუწყებლობა: НТВ+Онлайн

მადრიდის რეალი – იმედი და ბრძოლის ჟინი

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა, მიმდინარე უიქენდზე გახდება ცნობილი. სატურნირო მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. პირველ პოზიციას კატალონიელები 93 ქულით არავის უთმობენ, გუარდიოლას შეგირდები მადრიდელებს მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოიტოვებენ. 39–ე ტურში, "ბლანკოსს" – "ატლეტიკთან" უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს, მაგრამ კარგი დღე არც "ბლაუგრანას" დაადგება "სანჩეს პისხუანზე", რადგან ბასკები ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვიან, სევილიელები კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

წაგებული კლასიკოს შემდეგ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მადრიდის "რეალი" 4 ქულიანი ბარიერის დაძლევას მოახერხებდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ მადრიდელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და საწადელსაც დამსახურებულად მიაღწიეს. მათ კიდევ ორი შეხვედრის მოგება მართებთ, დანარჩენი კი უკვე კატალონიელთა ხელშია... თუ "ბარსელონა" სევილიაში ქულებს დაკარგავს, მაშინ "ბლანკოსი" ფაქტიურად ჩემპიონი გახდება, ხოლო თუ კატალონიელები გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი დასრულდება.

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ოპტიმისტურადაა განწყობილი, იგი დარწმუნებულია, რომ მადრიდელები ბასკურ ბარიერს მარტივად დაძლევენ და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავენ.

"ბილბაოს წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი არ იქნება. ჩვენი ერთადერთი მიზანი ბასკების დამარცხებაა, დანარჩენი კი უკვე კატალონიელთა ხელშია... სან მამესზე გამართულ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დამსახურებულად დავმაცხდით, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა, ჩვენი უმთავრესი მიზანი უპირობო გამარჯვებაა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ."


ბილბაოს "ატლეტიკი" – ევროტურნირები

ბასკები, პრიმერა დივიზიონის ცხრილის შუაში იმყოფებიან, კერძოდ კი 51 ქულით მე–8 პოზიციას იკავებენ და უახლოეს მდევარს 5 ქულით მოიტოვებენ. "ბილბაოს" მთავარი მიზანი, მადრიდის "რეალის" დამარცხებაა, რადგან კაპაროსის შეგირდებს ევროტურნირებზე მოსახვედრად მხოლოდ 3 ქულის მოპოვება ესაჭიროებათ. ნებისმიერი სხვა შედეგი მათთვის არადამაკმაყოფილებლად ჩაითვლება.

ახლა კი გავიგოთ, თუ რას ფიქრობს "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი, ხუაკინ კაპაროსი დღევანდელ მატჩზე...

"ალბათ გახსოვთ პირველი მატჩი, სან მამესზე, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მაშინ ჩვენს წარმატებას არავინ ელოდა, მაგრამ ეს ბილბაოს ატლეტიკია, რომელიც არსდროს და არავისთან არ ნებდება, ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და გარწმუნებთ, დღევანდელ შეხვედრაშიც მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად დავიხარჯებით."

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (ისტორია)

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)


გასული ხუთი მატჩის შედეგი (მადრიდის რეალი – ბილბაოს ატლეტიკი)

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)


სატურნირო მდგომარეობა (მადრიდის რეალი – ბილბაოს ატლეტიკი)

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)


(Top 3) - ბომბარდირები და გაფრთხილებები

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)


სავარაუდო შემადგენლობები

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)


სათადარიგო ფეხბურთელები

მადრიდის "რეალი" – ბილბაოს "ატლეტიკი" (პრევიუ)



ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)