კროოსი: „ეს ჩემს გეგმებში არ შედის“

სამეფო კლუბის „რვიანმა,“ ტონი კროოსმა გერმანულ აუთლეტ Sportschau Club-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა,


„რა თქმა უნდა, ვგრძნობ, თუ როგორი განსაკუთრებულია 6 წლის განამვლობაში იცავდე „რეალის“ ღირსებას.პირველივე დღიდან ჩემდამი დამოკიდებულება იყო საოცრად თბილი.ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ჩემი თამაშით გადამეხადა მადლობა გულშემატკივრებისათვის.ამ წლების განმავლბაში ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რათა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი.ვფიქრობ, კლუბი დადებითად უნდა მაფასებდეს.“

„ჩემი აზრით, 38 წლამდე არ დავრჩები ფეხბურთში.გუნდთან 2023 წლამდე მაკავშირებს მოქმედი ხელშეკრულება და როდესაც ის ამოიწურება უკვე 33 წლის ვიქნები, რაც კარგი ასაკია სერიოზულ საკითხებზე ფიქრისთვის.“

„ჩემს გეგმებში ყოველთვის შედის გერმანიაში დაბრუნება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდშიც შესანიშნავად ვგრძნობ თავს.ბავშვებიც აქაურ სკოლებში დადიან და ისინიც ბედნიერნი არიან.ვნახოთ, რა იქნება კარიერის მიწურულს.თუ შვილები იტყვიან რომ აქ ურჩევნიათ ცხოვრების გაგრძელება, რატომაც არა?! არ მაქვს ახირებები, ჩემი სახლი იქ არის, სადაც ჩემი ოჯახია.“

„როდესაც ერთხელ იგებ ტიტულს, შემდეგ უფრო დიდი სურვილი გიჩნდება გამარჯვებების.ამის ყველაზე კარგი მაგალითია ზედიზედ სამჯერ აღმართული ჩ/ლიგის თასი.ბოლო სეზონში შეიძლება გაგვინელდა ჩემპიონობისკენ ლტოლვა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა.ამ გრძნობის გარეშე თამაში უბრალოდ უაზრობაა.“

„არ ვფიქრობ, რომ გერმანია ევრო 2020-ის ფავორიტების რიგებშია.საკმაოდ გაგვიჭირდება მომავალ ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა, თუმცა ჩემი მიზანია ყოველთვის არის გამარჯვება.“

AS dle 10.1


1

6 თებერვალი 2020 18:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საღოლ კროოს.აქ რო დაამთავრო კარიერა კაი იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)