ზიდანი:„ყველა ერთად იხილავთ ითამაშებს თუ არა აზარი“

ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საერთოდ არ ვფიქრობ სხვა გუნდებზე, მხოლოდ „რეალის“ წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. „ბარსელონაზე“ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სეზონის ბოლომდე გაგვიწევს კონკურენციას და ეცდება პირველი ადგილის დაკავებას.“

„„სოსიედადი“ საკმაოდ სოლიდური მეტოქეა. ამ გუნდს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ამიტომ ყურადღებით ყოფნა გვმართებს.“

„დერბის ცვლილებები? ეს ბუნებრივიცაა. ცვლილებები იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანოს.“

„მბაპესა და ტუხელის დაპირისპირება? ამ საკითხზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სხვებზე არ ვსაუბრობ.“

„ოდეგორზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მიხარია, რომ ნორვეგიელს ამხელა პროგრესი აქვს. ვნახოთ, დაბრუნება თუ არა ნახევარმცველი ზაფხულში ჩვენთან.“


„აზართან დაკავშირებით სიახლეები გვაქვს. ხვალ ყველა ერთად იხილავთ ითამაშებს თუ არა ბელგიელი.“

„მბაპესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხს აღარ გავცემ.“


„ვინიციუს ჟუნიორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არნახული პროგრესი აჩვენა. ვინის ისე ვენდობი, როგორც სხვებს, ის გუნდისთვის საჭირო მოთამაშეა.“

„„ბარსელონას“ სისუსტეებზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია. ვფიქრობ, კატალონიურ გუნდს უდიდესი რესურსი აქვს.“

„ფედე ვალვერდეს დიდი მომავალი აქვს, მან კიდევ უნდა გააუმჯობესოს თამაში. ბუნებრივია, ურუგვაელის მიმართ მოთხოვნები იზრდება, ვინაიდან მან ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა ქომაგებს.“

„იოვიჩს მოთმინება და მუშაობა მართებს. სერბის ადაპტაციის პერიოდი ახლაც მიმდინარეობს.“

„გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგად გრძნობს თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი იმ დიდი შრომის დამსახურებაა, რომელსაც ყოველდღიურად ვწევთ.“

„დიახ, „რეალი“ აზართან ერთად უკეთესია, ის ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია.“

„დიახ, ოდეგორი, როგორც მოთამაშე მომწონს, ამას გიდასტურებთ.“

„რაფაელ ვარანი ყოველ წელს სიახლეებს გვთავაზობს და მუდმივად უმატებს. ამ კომპონენტს ფრანგში ძალიან ვაფასებ, ის საოცარ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.“

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემ გუნდში 25 ფეხბურთელი ირიცხება და მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას მივცე შანსი. „რეალს“ სეზონში 60-70 მატჩის ჩატარება უწევს და რა თქმა უნდა რესურსის ათვისებაა საჭირო. მე ვწყვეტ კონკრეტული მომენტისთვის ვისი გამოყენებაა ოპტიმალური ვარიანტი.“

dle 10.1

  • Hala
  • 5 თებერვალი 2020
  • 4915
  • 1

1

5 თებერვალი 2020 16:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
ოქრო კაცი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)