„რეალის“ წარმატების საიდუმლო

როდესაც ზიდანმა ფიტნეს მწვრთნელ ანტონიო პინტუსისადმი ნდობა დაკარგა, მყისვე უხმო თავისთან გრეგორი დუპონს.


ეს უკანასკნელი განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის დროს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ირიცხებოდა და ის, რომ „მამლებმა“ დიდებულად ჩაატარეს რუსეთში გამართული ტურნირი, მეტწილად მისი დამსახურებაცაა.

„მეცნიერის“ სახელით ცნობილი სპეციალისტი, საქმიანობის პარალელურად, სავარჯიშო მეთოდების კვლევითაა დაკავებული. „რეალის“ ფეხბურთელები მას მაკგრეგორის სახელითაც მოიხსენიებენ.

„რა თქმა უნდა, ყველაფრის თავიდან არიდება შეუძლებელია, მაგრამ შეცდომების პრევენცია დიდ სირთულეს არ წამოადგენს.სამუშაოების მოცულობისა და ინტენსიურობის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია გარკვეული შედეგების მიღება, რის საფუძველზეც, სპორტსმენს საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებს მივცემთ“ - აღნიშნავს გრეგორი.

„ჩვენს საქმიანობაში მეტად მნიშვნელოვანია საუკეთესო მონაცემთა სისტემა და სტატისტიკა“ - დაამატა დუპონმა.

დუპონი გახლავთ „უეფას“ ტრავმების პრევენციის გუნდის წევრი, ამასთანავე მუშაობს ლივერპულის სპორტისა და მეცნიერების უნივერსიტეტში და საფრანგეთის ეროვნული სპორტის ინსტიტუტში.

„ვფიქრობ, ის საუკეთესო ინდივიდუალური მწვრთნელია, რომელიც შავ სამუშაოს ასრულებს.გრეგორი პასუხისმგებელია ფეხბურთელების კონდიციებზე, მათ კვებაზე, ტრავმების პრევენზიაზე, მონაცემთა შეგროვებაზე და ა.შ.“ - ასე ახასიათებს მას დიდიე დეშამის თანაშემწე გაი სტეფანი.

როგორც ცნობილია, დუპონი დილით 5 საათსა და 30 წუთზე იღვიძებს, რათა ნებისმიერ ამინდში 35-დან 40 კილომეტრამდე დაფაროს.მისი აზრით, ეს ძალიან ნიშანდობლივია ფორმის შენარჩუნებისათვის.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, მისი შესაძლებლობებით პარიზული გრანდიც იყო დაინტერესებული, თუმცა დუპონმა ზიდანის გუნდში ყოფნა არჩია.მისი წყალობით, სამეფო კლუბის ფეხბურთელები ჩინებულ კონდიციებში არიან.

MARCA dle 10.1


1

5 თებერვალი 2020 11:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ravi ki daigramva naxevari reali da...

2

5 თებერვალი 2020 11:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: garika
Ravi ki daigramva naxevari reali da...

ამის რა ბრალია ბეილი რომ შუშაა,, და აზარს ისეთი ჩაარტყეს ეგრევე მივხვდი რომ 2 კვირაში მაგის დაბრუნება ფანტასტიკის სფეროდან იყო და აჰა,,

3

5 თებერვალი 2020 16:00

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
ამ სურათზე გახარია გიფი გამახსენდა lol
-----------------------
14 LOADING...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)