„პსჟ“ მზად არის მარსელო 25 მილიონად წაიყვანოს

მარსელო ვიეირას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „პსჟ“ და „იუვენტუსი“ ყურადღებიან აკვირდებიან. ბრაზილიელ ფეხბურთელს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ...


პარიზული მხარე „რეალის“ ვიცე-კაპიტანისთვის 25 მილიონ ევროს ამზადებს. საფრანგეთში თვლიან, რომ მარსელოს ასაკიდან გამომდინარე, მასში მეტი თანხის გადახდა უპრიანი არ იქნება.

თავის მხრივ, ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „რეალი“ ამ თანხის სანაცვლოდ ვიერას არცერთ შემთხვევაში არ გაუშვებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხარეები არც ახალ კონტრაქტზე საუბრობენ, დრო კი მიდის.

მარსელოს 12 მაისს 32 წელი უსრულდება, კონტრაქტის ამოწურვის დროს კი უკვე 34 წლის იქნება.

Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალი“ აქტიურად აკვირდება სერხიო რეგილონის „სევილიაში“ ასპარეზობას და თუ ზიზუ მის დაბრუნებას გადაწყვეტს, „რეალში“ მარსელოს ადგილი ფაქტობრივად აღარ დარჩება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ბრაზილიელის ირგვლივ.
dle 10.1

  • Hala
  • 4 თებერვალი 2020
  • 1457
  • 2

1

4 თებერვალი 2020 13:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
25 ლიმონად ალტუბე წაიყვანეთ)))

2

4 თებერვალი 2020 15:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: REZY
25 ლიმონად ალტუბე წაიყვანეთ)))

მიუხედავად იმისა რომ აშკარად ისტორიაში ერთ ერთი უდიდესი მარცხენა მცველია,რონალდუს წასვლის მერე ვერ იპოვა თავისი თავი რეალში. ამ გუნდს მენდი უფრო წაადგება ვიდრე მარსელო მინიმუმ ამ ეტაპზე. არაა მენდი შეტევაში ისეთი როგორიც მარსელო მაგრამ ნებისმიერი მარჯვენა ვინგერის გაქრობა შეუძლია ფერლანს. დაკარგა მარსელოს თავისი თავი ამ გუნდში უკვე 2წელია და ეს პირდაპირ რონალდოს წასვლას უკავშირდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)