„რეალმა“ 400 მილიონი გაამზადა - ზიდანი რევოლუციას იწყებს!

ზინედინ ზიდანს სულ რამდენიმე თვე აქვს იმისათვის, რომ საბოლოო სატრანსფერო გეგმა ჩამოაყალიბოს, თუმცა ფაქტია, რომ ფრანგი ამ საკითხზე უკვე სერიოზულად მუშაობს...


მადრიდში თვლიან, რომ თაობათა ცვლა უნდა დაიწყოს. ფაქტია, რომ ზაფხულში სამეფო კლუბს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და ახალ სახეებს ვიხილავთ.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზიზუ ისკოს, ხამეს როდრიგესს, მარიანო დიასს, ლუკა მოდრიჩს, ბრაჰიმ დიასს და გარეთ ბეილს შეელევა.

ფრანგ სპეციალისტს კლუბში ახალი სახეების ხილვა სურს, რათა კოლექტივმა ახალი ფორმაცია მიიღოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად სამომავლო პროექტები დაიგეგმოს.

კილიან მბაპე, სადიო მანე, პოლ პოგბა, დონი ვან დე ბეეკი, ნ'გოლო კანტე - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებითაც ზიზუ ინტერესდება, მაგრამ ბუნებრივია, ყველას ერთად ვერ დაიმატებს და ამის საჭიროებაც არ არსებობს. მთავარ მწვრთნელს ფლორენტინო პერესისგან სრული ფინანსური მხარდაჭერა ექნება. „რეალი“ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზებას გეგმავს, გაყიდული ფეხბურთელებიდან კი მინიმუმ 200 მილიონი ევროს მიღება აქვს გათვალისწინებული.
dle 10.1

  • Hala
  • 4 თებერვალი 2020
  • 5004
  • 7

1

4 თებერვალი 2020 13:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
რა დროს ტრანსფერებია ჯერ, ისიც გვეყოფა ზაფხულში რაც გველოდება ყოველდღე ფეიქნიუსების კორიანტელი!

2

4 თებერვალი 2020 13:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იყო და არა იყო რა.... wink ადმინის სიზმრებიდან

3

4 თებერვალი 2020 14:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1996
მბაპე,კანტე,და ვან დე ბეკი იდეალური იქნება.პოგბა არ გვჭირდება და ისკო,მოდრიჩი,ბენზემა,მარიანო და ბენზემაც მიაყიდოს პერესმა,ყველა ბალასტია.

4

4 თებერვალი 2020 15:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქედან მარტო მბაპეზე გაიწევს ბაბუ. პოგბა 0% , კანტეც არ გვინდა მის ადგილას კაზე გვყავს და ვალვერდეც . ვან დე ბეეკი კიდე სხვაა თუ ოდეგაარდი არ დაიტოვა ზიზუმ მაგ შემთხვევაში.

5

4 თებერვალი 2020 16:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს ადმინს დდაესიზმრა? :დდდდდ აი ბარსამანიაზე რომ ანსუ ფატი შეადარეს რეალის ტრიოს ისეთი დაბალდონიანი სტატიაა ესეც

6

4 თებერვალი 2020 16:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეოთხე წელია მესმის სამეფო გუნდი ამას გაუშვებს იმას მოიყვანს და სულ ერთი ა იგივე სახელებია თითქმის. ასე ჩემ ძმაკაცებთან ერთადაც ვჭორაობ მასეთ თემებზე და აქ რისთვისაც შემოვდივარ იმის 10 % ვერ ვიგებ

7

4 თებერვალი 2020 17:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
400 ara miliardi :)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)