გვარდიოლას ტკბილი მოგონებანი „ბერნაბეუზე“

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონის დასრულდებამდე საკმაოდ ადრეა, „მანჩესტერ სიტიმ,“ ფაქტობრივად, ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგა პრემიერ ლიგაში.


„ქალაქელებისთვის“ ინგლისის მასშტაბით ტიტულების მოპოვება უცხო არ არის, თუმცა მათთვის დღემდე მიუღწეველად რჩება ჩემპიონთა ლიგის მოგება.შეიძლება ითქვას, გვარდიოლას, როგორც მწვრთნელის, გამოწვევაც ანალოგიურია, ვინაიდან „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, პეპი ვერადავერ ახერხებს ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტრიუმფით დასრულებას.

მიმდინარე სეზონში, მათი ევროპული ოცნების განხორციელება მას შემდეგ დადგა სერიოზული საფრთხის ქვეშ, რაც კენჭყისყრამ „რეალი“ არგუნათ.ცხადია, ესპანელი თავკაცი იმ დამრიგებლების რიგებს არ მიეკუთვნება, რომლებსაც გრანდების ეშინიათ.მეტიც, გვარდიოლას საკმაოდ პოზიტიური სტატისტიკა აქვს, როდესაც საქმე სამეფო გუნდთან თამაშს ეხება და თანაც „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ თუმცა ეს უფრო მისი „ოქროს წლების“ გადმონაშთია.

უფრო კონკრეტულად, „ბლაუგრანას“ დამრიგებლის რანგში, გვარდიოლას 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული „რეალის“ საშინაო არენაზე, საიდანაც 5 გამარჯვებით დაასრულა და 2 ყაიმით, ხოლო კატალონიიდან გადაბარგების შემდეგ, ის მხოლოდ ერთხელ ესტუმრა მადრიდს და ამჯერად „ბაიერნის“ მესაჭის რანგში.მაშინ, ადგილობრივებმა მინიმალური ანგარიშით (1-0) დაამარცხეს მეტოქე (სტუმრად კი 0-4 გაანადგურეს).

MARCA dle 10.1


1

4 თებერვალი 2020 14:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1996
პეპი საშინლად განადგურდება ბერნაბეუზეც და ინგლისშიც.😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)