ზიდანი გამარჯვებების მიხედვით „რეალის“ მწვრთნელთა სამეულში შევიდა

ზინედინ ზიდანისთვის „ატლეტიკოსთან“ მატჩი ნამდვილად ისტორიული გამოდგა...


ფრანგმა ლეგენდამ „ბლანკოსის“ მწვრთნელის რანგში 129-ე მატჩი მოიგო და ჟოზე მოურინიოს 128 მატჩიანი მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ამ შედეგით ზინედინი სამეფო კლუბის მწვრთნელთა სამეულში შევიდა, რომლებსაც ყველაზე მეტი გამარჯვება აქვთ.

ამ მხრივ მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა 133 დაპირისპირებით, ხოლო პირველზე მუნიოსი, რომელმაც „ბლანკოსის“ მწვრთნელის რანგში 357 პაექრობა მოიგო.

ეჭვი არავის ეპარება, რომ ფრანგი ლეგენდა სულ მალე გააუმჯობესებს „ულვაშას“ მაჩვენებელს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

ზიდანს 129 მატჩის მოსაგებად, 192-ჯერ დასჭირდა გუნდის გაყვანა მწვანე მინდორზე. ზინედინის „რეალმა“ მატჩების 67%-ის მოგება შეძლო, გუნდი მის ხელში თითო მატჩში საშუალოდ 2.4 გოლის გატანას ახერხებს. dle 10.1

  • Datuna
  • 2 თებერვალი 2020
  • 8540
  • 2

1

2 თებერვალი 2020 14:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ვალცერდესაც 67% ჰქონდა მოგებათა მაჩვენებელი ლუის ენრიკეს 75 მარა რათ გინდა გუნდი ერთ თამაშს აგებდა და ტიტულს კარგავდა ეგრევე

2

2 თებერვალი 2020 14:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
ვალცერდესაც 67% ჰქონდა მოგებათა მაჩვენებელი ლუის ენრიკეს 75 მარა რათ გინდა გუნდი ერთ თამაშს აგებდა და ტიტულს კარგავდა ეგრევე

ეგ არის მაგ ორს და ზიდანს შორის განსხვავება 9 ფინალი მოიგო ზიზუმ wink wink ზიზუ ტიტულებს არ მაზავსს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)