ვარანი:„თუ ასე გავაგრძელებთ, ლა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ“

რაფაელ ვარანმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„კარგ მომენტში ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. თუ „რეალი“ მსგავს ტემპში ასპარეზობას შეძლებს, აუცილებლად მოიგებს ლა ლიგას. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები ზიდანმა გასახდელში გააანალიზა და გვითხრა, რომ მეორე ნახევარში განსხვავებული სქემა უნდა გამოგვეყენებინა. გაკეთებულმა ცვლილებებმა გაამართლა და წინა ხაზი ძალიან აგრესიული გახდა. სამეფო კლუბმა თანამოქალაქე „ატლეტიკო“ დამსახურებულად დაამარცხა.“

„ლუკას ვასკესი და ვინიციუსი დიდ სიჩქარეს ფლობენ. ზიზუმ გათვლა ბრაზილიურ-ესპანურ დუეტზე გააკეთა და სასურველ შედეგსაც მიაღწია. ვთვლი, რომ ფრანგმა ცვლილებები გამოიცნო.“

„რა შეიცვალა „მალიორკას“ შემდეგ? მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი 1 დღეში ნამდვილად არ შეცვლილა. სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელი ბევრს შრომობს იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული დინამიკის შენარჩუნება და წარმატებაზე ფიქრი. ჩვენ ყველა ერთი მიზნისთვის ვიბრძვით.“

„კროოსი ხშირად არეგულირებს ჩვენს თამაშს, გერმანელი ფეხბურთელის ტექნიკური მახასიათებლები მართლაც თვალსაჩინოა, ის გუნდისთვის უდიდეს ფიგურას წარმოადგენს.“

„დერბი ყოველთვის ინტრიგების კვალდაკვალ იმართება, თუმცა ფეხბურთელებს შორის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ყოფილ თანაგუნდელებს ეხება. თუნდაც შარშან მარკოს ლორენტე „რეალის“ ღირსებას იცავდა და ის ჩემი მეგობარია.“

„VAR სისტემა დიდად არ მომწონს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია. რეალობას უნდა შევეგუოთ და მივიღოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 თებერვალი 2020
  • 1171
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)