ზიდანი: „ეს მხოლოდ ჩემი ბრალია“

მადრიდულ დერბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა, ვინაიდან მეტოქე ძალიან კარგად მოქმედებდა.მეორე ნახევარში კი ჩვენ მიდგომა შევცვალეთ საქმისადმი და უფრო ინტენსიურები გავხდით.“

„გულწრფელად ვამბობ, რომ საწყისი ნახევარში გუნდის უფერული თამაში მთლიანად ჩემს კისერზეა.შესვენების დროს არ მიყვარს ფეხბურთელების შეცვლა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს აუცილებელი იყო.ერთდროულად 2 ახალი მოთამაშის გამოშვება მომიწია მოედანზე.მათი მთავარი მიზანი გახლდათ მატჩში გარდატეხის შეტანა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ - პირველი 45 წუთის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ მე.“

„მეორე ტაიმის დაწყებიდანვე გაცილებლით ორგანიზებულნი გავხდით, როგორც ბურთით თამაშისას, ასევე მის გარეშე.ფეხბურთელები სწრაფად აკეთებდნენ გადაცემებს და კარგად პოულობდნენ თავისუფალ სივრცეებს.სწორედ ამის ნაყოფია კარიმ ბენზემას გოლიც.“

„რასაც ჩემი შეგირდები აკეთებენ, ადვილი ნამდვილად არ არის.ძალიან გახარებული ვარ, რამეთუ ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან.მიუხედავად სხვადასხვა სირთულეებისა, არასდროს ყრიან ფარ-ხმალს.ვფიქრობ, ბიჭებმა დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღეს შეხვედრის დასრულების შემდეგ.“

„რაც არ უნდა თქვან, „ატლეტიკო“ ყოველთვის კარგად იცავს თავს.მათ წინააღმდეგ საჭიროა აგრესიული და ინტენსიური ბურთაობა.“

„რა თქმა უნდა, დერბი გამორიცხულია პრობლემების გარეშე, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ.უნდა გავაგრძელოთ ამავე ტემპში.“

„ბეილი ჩვენი შემადგენლობის წევრია.“

AS dle 10.1


1

2 თებერვალი 2020 00:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამაკვირვა ზიზუმ. შესვენებაზე რო შეცვალა 2 კაცი. რო ვაკრიტიკებ შედეგს დებენ😊😊იმედია ლალიგას დავდებთ 34 ეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)