რას ითხოვს ზიდანი ვინისიუსისგან?

ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში, „სარაგოსასთან,“ როგორც იქნა, ვინისიუსმაც გამოიჩინა თავი.


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც საკმაოდ დიდ სირთულეებს აწყდება აღნიშნულ კომპონენტში, ჯერ ე.წ. კედელი გაითამაშა ხამესთან, ხოლოდ შემდეგ ცივსისხლიანად გადაგზავნა ბურთის მეტოქის კარში, რაც 11 დეკემბრის შემდეგ მისი პირველი გოლი გამოდგა.

ვინისიუსი ყველაზე კარგად აანალიზებს საკუთარ შეცდომებს და მაქსიმალურად ცდილობს გამოსწორების გზას დაადგეს.სამხრეთ ამერიკელი ყოველი ვარჯიშის შემდეგ რჩება მოედანზე, რათა კარში დარტყმებზე დამატებით ივარჯიშოს და მას ამაში ეხმარება, ვინ თუ არა, ზინედინ ზიდანი. „რეალის“ მთავარი მწვრთნელისათვის მსგავსი ფორმატი ახალი ხილი არ არის, ვინაიდან წლების წინ, როდესაც ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ, ხესე როდრიგესს ავარჯიშებდა.ამ უკანასკნელის სამიზნე ვინისიუსივით საშინელი არ იყო, თუმცა ფრანგის რეკომენდაციების წყალობით, საკმაოდ ეფექტური გახდა.

მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ მადრიდში გადმოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა 51 მატჩში მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა.მან კარში 45-ჯერ დაარტყა, საიდანაც მხოლოდ 15.5% გამოდგა შედეგიანი.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ვინი შემტევ რგოლს წარმოადგენს, ზიდანი მისგან დაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებასაც ითხოვს.მან „სელტასთან“ ნამატჩევს ბრაზილიელი უკან საიმედო თამაშისთვის შეაქო კიდეც, თუმცა ზიზუს აზრიც ეს საკმარისი არ არის.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, წინა სეზონთან შედარებით, ვინისიუს ჟუნიორი პროგრესი ნათელია.თანაგუნდელებიც თავიანთ კომენტარებში, თადაუზოგავ მუშაობას უწონებენ ფეხბურთელს.

MARCA dle 10.1


1

1 თებერვალი 2020 11:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიდი ვინი დგეს გადაუარე ატლეს მცველებს უბრალოდ 1 გოლი კაზეს გაატანინეტ ქვიზი მაქ შევსებული

2

1 თებერვალი 2020 17:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაგრად მოუმატა ვინიმ ყველა ასპეკტში. ტექნიკა და სისწრაფე ისედაც არ აკლდა , მაგრამ სხვა კომპონენტებში აშკარად პროგრესირებს , სწორად თამაშას სწავლობს დ ბურთს აღარ კარგავს ისე ხშირად როგორც უწინ. ძალიან შეეტყო რომ ფიზიკურადაც მოძლიერდა ფეხზე უფრო მაგრად დგას და მგონი იქითა სეზონისთვის ძირითადში ჩადგება მე ძალიან მომოწნს ვინის თამაში ერთი ერთზე ნებისმიერ მცველის მოტყუება შეუძლია და რომ გაცდება მერე არა მგონია ადვილად დაეწიოს ვინმე wink wink 19 წლის ასაკში დღეს რომ ვარსკვლავები არიან თითზე ჩამოსათვლელები თამაშობდნენ ამ დონეზე თან მითუმეტეს რეალში , კლუბში სადაც ყველაზე დიდ წნეხში არიან ფეხბურთელები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)