როდრიგო:„ზიდანის კაბინეტში ბევრჯერ ვყოფილვარ“

როდრიგო გოეშმა ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


„შევდივარ „რეალის“ გასახდელში, ვუყურებ ჩემ პერანგს და ჩემ თავს ვეუბნები. ნუთუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ფეხბურთელი ვარ. ძალიან მიხარია ყოველი დღე, რომელიც „ბლანკოსში“ თენდება.“

„სუპერთასის ფინალში შესრულებული პენალტი მართლაც დაუვიწყარი იყო. კროოსმა გამამხნევა და მითხრა, რომ ვარჯიშებზე თერთმეტმეტრიანის შესრულება შესანიშნავად გამომდიოდა და იმ მომენტშიც გავიტანდი. ძალიან ძლიერად დავარტყი და როდესაც გულშემატკივართა ოვაციები გავიგე მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო.“

„ზიდანი ძალიან კარგი ადამიანია, ის ხშირად მირეკავს, საკუთარ კაბინეტში მიბარებს და მატჩებს მაანალიზებინებს. ფრანგი ხშირად მიხსნის სად დავუშვი შეცდომა ტაქტიკური თვალსაზრისით და სად ვიასპარეზე კარგად.“

„ვინიციუსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. როდესაც მადრიდში ჩამოვედი ვინისგან ბევრი რამ შევიტყვე, მას პირველად მოედანზე გასვლაზე ვეკითხებოდი, შემდეგ კი ეს ემოციები თავად გავიცანი. როდესაც „რეალის“ მაისურით პირველი გოლის გატანა მოვახერხე, საოცარი შეგრძნებები მქონდა.“

„როდესაც რეინიერი ჩამოვა, მე ვინიციუსის როლში ვიქნები და ჩემ თანამემამულეს ყველაფერს ვასწავლი. სირცხვილი არ არის „კასტილიაში“ თამაში, ეს დიდი პატივია. კაზემირო სწორედ „კასტილიაში“ ასპარეზობდა, დღეს კი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელია.“

„ვარჯიშებზე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ 5 ბრაზილიელი ვართ. სულ ვფიქრობ, რომ ხამეს როდრიგესიც ბრაზილიელია, მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, კოლუმბიელი სულ ჩვენთანაა, ისევე როგორც კროოსი და ლუკა.“

„დიდ პატივს ვცემ „რეალსა“ და ბრაზილიიის ნაკრებს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, რომელსაც მხარეები მიიღებენ. ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა.“

„ნებისმიერი ბრაზილიელი პატარა ოცნებობს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმას. მე ეს ოცნება ავიხდინე და ამაყი ვარ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 31 იანვარი 2020
  • 2906
  • 6

1

31 იანვარი 2020 21:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1339
იმედია კიდევ უფრო დაიხვეწება ეს

2

31 იანვარი 2020 21:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kartofili-rauli
იმედია კიდევ უფრო დაიხვეწება ეს

თავიდან მომეწონა სეზონის სტარტზე , ახლა ვუყურებ და მგონია რომ ვასკესისნაირი უბადრუკი სტილის ფეხბურთელია , იმედი მაქვს ვცდები...

3

31 იანვარი 2020 22:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველას თავისი აზრი აქვს და რათქმაუნდა დამოკიდებულებაც და ჩემს აზრს არავის ვახვევ თავს, მაგრამ რას ერჩით ამ ვასკესს ვარ ვხვდები. ტიპმა ერთი პერიოდი ბეილი დასვა სკამზე სასტავს არ გააკარა, ეხლა კიდე ზამენისთვის მშვენიერი კანდიდატია და თან გუნდის ერთგულია. ასევე ერთგული და თავგანწირულია ნაჩოც რომელიც ბევრს არ ევასება მაგრამ რაც შეუძლია გუნდისთვის აკეთებს და 10 წუთიც რომ ითამაშოს ბოლომდე იხარჯება ჩემი აზრით. შეიძლება რამეში ვცდებოდე, ექსპერტი არ ვარ მაგრამ მე ესე მიმაჩნია

4

31 იანვარი 2020 22:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: marshal1
ყველას თავისი აზრი აქვს და რათქმაუნდა დამოკიდებულებაც და ჩემს აზრს არავის ვახვევ თავს, მაგრამ რას ერჩით ამ ვასკესს ვარ ვხვდები. ტიპმა ერთი პერიოდი ბეილი დასვა სკამზე სასტავს არ გააკარა, ეხლა კიდე ზამენისთვის მშვენიერი კანდიდატია და თან გუნდის ერთგულია. ასევე ერთგული და თავგანწირულია ნაჩოც რომელიც ბევრს არ ევასება მაგრამ რაც შეუძლია გუნდისთვის აკეთებს და 10 წუთიც რომ ითამაშოს ბოლომდე იხარჯება ჩემი აზრით. შეიძლება რამეში ვცდებოდე, ექსპერტი არ ვარ მაგრამ მე ესე მიმაჩნია

100% ხარ

5

31 იანვარი 2020 23:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
miushvit es bichi 9 ianze da naxavt amis shesadzleblobebs,minimum marcxena kraize,nu sheukikina zizum am marjvena flangit,araa eg bichi gasafuchebeli,es mteli tavisi mogvaweoba sanam realshi movidoda iyo an 9 iani an marcxena krai,18 wlis bichs ras txovt ro memarjvene fexit marjvena flangze dafrinavdes? egeti dges mxolod mbapea memarjvene marjvniv da kide viliansac gamosdis xolme,dzaan rtulia da did talants klavs zizu,ambichs aqvs sashemsruleblo ostatoba da shee .. tu ginda,erti ertze dzaan mkvlelia,zizus adgilas amas 9 ianze movsvamdi magram iq mdzoria da imas xoar amoagdebs

6

31 იანვარი 2020 23:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარასკო დღეს იყიდა ატლეტიკომ და უკვე განაცხადშია რეალთან 😄. ეგ ჩემისა ან ჩინეთში რას მიდიოდა ან რას ბრუნდებოდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)