ზიდანი:„ოდრიოზოლას შეუძლია გუნდიდან წასვლა“

ზინედინ ზიდანმა „სალამანკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ვინ იქნება სასტარტოს მეკარე? ამას ყველა ნახავთ, თანაც ძალიან მალე. ახლა არაფრის თქმას არ ვაპირებ.“

„მზად ვართ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად და ვთვლით, რომ სამეფო თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს ტურნირი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია.“

„ხამესმა და ბეილმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს, დანარჩენს კი განაცხადის გაცნობის დროს ნახავთ.“

„ოდრიოზოლამ შესაძლოა კლუბი დატოვოს, მას არჩევანის საშუალება მივეცით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“

„მბაპეს განცხადება? მსურს მივმართო ფრანგს და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ მისი კუმირი ვარ. ეს ბუნებრივიც არის, ჩემი დროის ლეგენდები, მოქმედი ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითები იყვნენ.“

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც კილიანი სხვებისთვის იქნება მისაბაძი კუმირი.“

„დამატებითი ტრანსფერები? 31 იანვრამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა არსებით ცვლილებებს შუა სეზონში ნამდვილად ვერ განვახორციელებთ.“

„ჩვენი მეტოქე შესაძლოა შედარებით დაბალ საფეხურზე იდგეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ უმაღლესი დონის ფეხბურთის საჩვენებლად და მოსაგებად, საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდებით.“

„რეინიერი მომავლის ფეხბურთელია, ის სულ მალე შემოუერთდება სამეფო კლუბს და პირველ ეტაპზე „კასტილიას“ ღირსებას დაიცავს, შემდეგ კი ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ის ნიჭი, რომელიც ბრაზილიელი ტალანტს აქვს ნამდვილად დასაფასებელია.“

„რეინიერის თამაში მხოლოდ ვიდეობით მაქვს ნანახი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის დიდებულ ტაქტიკას ფლობს და მისი მთავარი მახასიათებელი სწორედ ბურთთან ელეგანტური ურთიერთობაა. მოდით დაველოდოთ მის ჩამოსვლას ესპანეთში.“

„„ბარსელონას“ თამაშის სტილი და 1000 პასზე მეტი? ეს ჩემი საქმე არ არის, ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, რომლითაც კოლექტივი მოქმედებს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 21 იანვარი 2020
  • 10086
  • 2

1

21 იანვარი 2020 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
ზიზუ რეალს ყველაზე ლეგენდალურ კლუბად აქცევს და ეს ძალიან მალე მოხდება,მაქსიმუმ 1-2 წელში.

2

22 იანვარი 2020 03:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 10
ციტატა: zizu2020
ზიზუ რეალს ყველაზე ლეგენდალურ კლუბად აქცევს და ეს ძალიან მალე მოხდება,მაქსიმუმ 1-2 წელში.

გაუმარჯოს, რეალი ისედაც არის ისტორიაში საუკეთესო გუნდი,მარა მართალი ხარ იმენნა ბევრ ტიტულს დადებს და ბამპე რო მოცა ბევრი რამ კიდე მაგრად წავა,ვინი და როდრიგო დაკაცეებიან პლიუს ამას რეინერი იყიდეს,ჰაკიმი,მილტაოც ღირსეული ტიპი ჩანს რამოსის ჩასანაცვლებლად,იოვიჩი მოიხოდწბა მჯერა მისი ,კაროჩე 3 ან3 წელიწადში დაიწყება რეკორდები და თასები,ამ წელს ლა ლიგიდან სავიწყებთ, ღმერთმა ქნას ტრიპლეტით დავიწყოთ მარა რავი ბრატ...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)