რეინიერი: „ყოველთვის მადრიდისტა ვიყავი“

„Hala Madrid y nada más!“ - ამ სიტყვებით დაასრულა „რეალის“ ბრაზილიელმა ახალწვეულმა AS-თან ინტერვიუ. ესპანელი ჟურნალისტები რეინიერ ჟესუსს რიოში ესტუმრნენ.


- 2018 წლის მარტში ფული გადაიხადე იმისათვის, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონი მოგენახულებინა.წარმოიდგინენდი, რომ აღნიშნულიდან რამდენიმე თვის შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელი გახდებოდი?
- ცხადია, ყველა ბავშვი ოცნებობს ისეთ დიდებულ კლუბში ასპარეზობაზე, როგორიც „რეალია.“ სიმართლე გითხრათ, როდესაც მადრიდის მთავარ საშინაო არენას ვსტუმრობდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე თვეში ჩემი ოცნება ახდებოდა.

- პირველად როდის გაიგეთ „რეალის“ ინტერესის შესახებ?
- ყველაფერი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაიწყო.სასტუმროს ოთახში ვიყავი, როდესაც ოჯახის წევრები და აგენტი მოვიდნენ და მიამბეს „რეალის“ ინტერესის შესახებ.რა თქმა უნდა, გაკვირვებული და ამავდროულად ძალიან გახარებული ვიყავი.

- ესპანეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ სოციალურ ქსელში „რეალისა“ და მისი ფეხბურთელების ოფიციალური გვერდების მოწონება დაიწყეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ თქვენ მადრიდში გსურდათ გადასვლა?

- არა! მე ყოველთვის ვადევნებდი თვალს სხვადასხვა ფეხბურთელების სოციალურ ქსელს. ბუნებრივია, „რეალის“ გვერდი ყოველთვის ჩემს ფავორტებში იყო.

- რომელი წლიდან ქომაგობთ სამეფო კლუბს?
- „რეალი“ მსოფლიო ფეხბურთის ბუმბერაზი წარმომადგენელია და მათ ყოველთვის დიდებული შემადგენლობა ჰყავთ.როდესაც ვიყავი პატარა, მამა მომიწოდებდა მადრიდელების თამაშებისთვის მეყურებინა.გულწრფელად ვიტყვი, რომ „გალაქტიკოს“ პერიოდიდან მოყოლებული „ბლანკოსის“ ერთგული ქომაგი ვარ.

- ესპანეთში ამბობენ, რომ რთულ პირობებში ჩამოყალიბდით ფეხბურთელად. როგორი ბავშვობა გქონდათ?
- ჩემი მშობლები ყოველთვის მაქსიმალურად ზრუნავდნენ, რომ მე და ჩემს დას უზრუნველყოფილი ბავშვობა გვქონოდა.მამაჩემი მსოფლო ჩემპიონია ფუტსალში, ხოლო მე კი, ფეხბურთის თამაშის ქუჩაში დავიწყე.11 წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად რიოში გადავედი, რათა მაქსიმალურად ხელი შემეწყო საფეხბურთო კარიერის განვითარებისთვის.

- დაასახელეთ თქვენი კუმირი?
- მე მყავს ორი კუმირი - ზიდანი და კაკა.

- რა ემოცია გექნება, როდესაც დაინახავ რაულს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც იქნები თავდაპირველად და ზიდანს, რომელიც გამადიდებელი შუშით დაგაკვირდება?
- ისინი არიან მსოფლიო ფეხბურთის დიადი წარმომადგენლები.მათი დანახვა ძალიან გამიხარდება და რა თქმა უნდა, ვეცდები მაქსიმალურად ავითვისო ყველაფერი, რასაც ისინი მასწავლიან.

- ვისთან ერთად თამაშს ელოდები მოუთმენლად?

- ბენზემასთან თამაშს ველოდები მოუთმენლად. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე კარგად უგებს თანაგუნდელებს.

- როგორი იქნება საოცნებო დებიუტი თქვენთვის?
- გოლის გატანა და ასისტის გაკეთება სადებიუტო მატჩში, იქნება საუცხოო.რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს არის ეს დღე.

- რა იქნება თქვენი გზავნილი „რეალის“ ფანებისათვის?
- გამარჯობა, მადრიდისტებო. მე ვარ 18 წლის რეინიერი, ბრაზილიიდან. მინდა, რომ მადრიდული კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე. გავაკეთებ ყველაფერს, რათა დავიცვა ამ დიდებული გუნდის ღირსება. შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. ¡Hala Madrid y nada más!

dle 10.1


1

21 იანვარი 2020 11:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემაო ბიჭო My Webpage

2

21 იანვარი 2020 11:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
zidans arityoda da daendzrevoda 😂😂😂

ციტატა: nikomann
ბენზემაო ბიჭო My Webpage

sgl 😂😂😂 martlac ro chiria 😂 tan moushorebeli 😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)