ზიდანი:„მთავარი საჩემპიონო კორიდორი არ არის“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. მადრიდის „რეალი“ განაგრძობს იმ სტილის დემონსტრირებას, რომელიც აქვს და რომლითაც წარმატებას აღწევს. დიახ, ესპანთის სუპერთასი მოვიგეთ და ახლა აქცენტს ლა ლიგაზე ვაკეთებთ. ზუსტად ვიცით, რა დონის გუნდია „სევილია“ და ვაცბნობიერებთ იმ სირთულეებს, რომელიც ამ მატჩს ახლავს თან, თუმცა ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.“

„ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. ვერანაირ ფორმაციასა და შემადგენლობაზე ვერ ვისაუბრებ, ყველაფერს მატჩის დაწყებისას იხილავთ.“

„სიმართლე გითხრათ, საპატიო დერეფანზე არ მიფიქრია და ეს უბრალოდ დაუმტკიცებელი წესია და მეტი არაფერი. თუ „სევილია“ კორიდორს არ გაგვიკეთებს, ამაზე ნერვიულობას ნამდვილად არ ვაპირებ. იმდენად არ მაინტერესებს რა მოხდება მატჩის წინ, რამდენადაც საფინალო სასტვენის შემდეგ. მსურს, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ და წინსვლას განვაგრძოთ.“

„რამოსს თამაში სულ სურს, მაგრამ როდესაც რისკები არსებობს, ჩვენ სიფრთხილე გვმართებს. ვნახოთ, იქნება თუ არა ესპანელი მოედანზე, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული აქვს მაქვს, ამ წუთამდე კონსულტაციებს ვმართავ.“

„რაფა ვარანის შედეგი უბრალოდ საოცარია, ის მე-300 თამაშს ითამაშებს. ფრანგი 10 წელიც არ არის „ბლანკოსის“ ღირსებას იცავს, მაგრამ შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს.“

„კურტუა მსოფლიოს ერთ-ერთი თვალსაჩინო მეკარეა. ბელგიელს მძიმე მომენტები ჰქონდა, მაგრამ მუშაობა განაგრძო და დღეს ვხედავთ, რა შედეგებს აჩვენებს. მთავარი ის არის, რომ ტიბომ მებრძოლი სული დაგვანახა და კრიტიკას არ შეუშინდა, დღეს ის მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„შუა სეზონში ტიტულის მოგება ძალიან კარგია. ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის სუპერთასი და ამით საკუთარ თავებს თვითდაჯერება კიდევ უფრო შევმატეთ. ახალი ფორმატის ფარლგებში გამარჯვება კიდევ უფრო რთული იყო, მაგრამ გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხეთ.“

„უკვე 18 წელია მადრიდის „რეალთან“ ვარ კავშირში და ეს ჩემთვის საამაყოა. ფლორენტინოს ყოველთვის დიდ მადლობას ვეუბნები იმ შანსებისთვის, რომელიც მომცა. დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მწვრთნელის როლს ვასრულებ და ძალიან მიხარია.“

„ლოპეტეგი ბრწყინვალე სპეციალისტია, მის მადრიდულ კარიერას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჟულიენს „ბლანკოსის“ ქომაგები ოვაციებით შეხვდებიან, ვინაიდან ის მადრიდისტაა.“

„ბრაჰიმ დიასზე ახლა საუბარს არ ვაპირებ. რა მოხდება მასთან დაკავშირებით ყველა ერთად ვნახავთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, მათ შორის დიასით.“

„იღბლიანი ვარ? თქვენ შეგიძლიათ ასე იფიქროთ, მე კი ცხოვრებას დიდ მადლობა ვეტყვი ამდენი გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.“

„ვწუხვარ ვალვერდეს გამო. არასდროსაა სასიამოვნო, როდესაც მწვრთნელს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. დარწმუნებული ვარ, ერნესტო 100%-ით იხარჯებოდა „ბარსელონას“ წარმატებისთვის, ის დიდებული სპეციალისტია, თუმცა რთული მომენტები ყველას აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 იანვარი 2020
  • 13682
  • 3

1

18 იანვარი 2020 08:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Gaaketeben koridors yvela barcelonasnairi dabogmili ki araa :))))

2

18 იანვარი 2020 09:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 34
Ertxel xo giqna setienma da xo ar gixmars she shobeldzaglo :dd

3

18 იანვარი 2020 12:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კორიდორს არ გაკეთებენ და ნახავენ მერე რაც ელით რამოსს და ვარანს ბრავო იმენა და ლოპეტეგი არ იყო კარგი მწვრთნელი გუნდს რა მოაგებინა?? მაგარი დებილი იყო და დღეს 3 ქულაა საჭირო რათა გავაჩუმოთ ყველა მათ შორის ბარსას ფანებიც ვალვერდემ ბარსელონას მოაგებინა ლალიგა 2 კოპა დელ რეი 1 და მეტი რააა არაფერი და ვაფშე არაფერი არუქნია მას ბარსელინაში ჩემპიონთა ლიგიდან 2 ჯერ გავარდა თან ისე რომ პირველ თამაშიი 3 გილით იგებდა და გავარდა 2018 რომასთან და ასევე იყო 2019 ლივერპულთან 3-0 იგებდა და მეორე თამაშიი 4-0 წაგო დებილებმა და დღეს რეალმა უნდა მოიგოს მაქსიმუმ 3-0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)