ვარანი:„მესის გაჩერება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“

რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთა საინტერესო კომენტარი გააკეთა...


„ის, რაც ჩემ თავს ხდება სიზმარზე მეტია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ტიტულს მოვიგებდი. უკვე 8 წელია „ბლანკოსში“ ვთამაშობ და ეს დაუვიწყარ თავგადასავლად მიმაჩნია. მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. აქ ყოველთვის ტიტულებს ითხოვენ. დიახ, ყველა სეზონი ნულიდან იწყება და ბოლოს გამარჯვება მოგვეთხოვება, ეს ყველაფერი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, „ბლანკოსი“ სულ სხვა საფეხურზე დგას.“

„მე ვარ ინსპირირებული ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც პეპე, რამოსი და კრიშტიანო რონალდუ არიან. ამ უკანასკნელს მოტივაციის პიკად მივიჩნევ, როდესაც რონალდუსთან ერთად ხარ, ყოველთვის მეტის გაკეთება გსურს, ის განსაკუთრებული ადამიანია. სერხიომ გამარჯვებულის მენტალიტეტი შემძინა, ის ვარჯიშებზეც კი ძალიან მომთხოვნია და ვერასდროს ეგუება ხარვეზებს. რამოსი „მერენგების“ ღირსეული კაპიტანი გახლავთ.“

„აზართან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა, ის კარგად ინტეგრირდება გუნდთან და სულ მალე უდავოდ ლიდერად მოგვევლინება.“

„ლეო მესი? მასთან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე თამაში წარმოუდგენელია, როდესაც კატალონიელი მოედანზეა სრული დაცვითი პოტენციალის გამოვლენა გვიწევს, ვინაიდან ძალიან სახიფათო შემტევია.“

„ზიდანი ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევა, ის ყველასთვის სამაგალითო ფიგურაა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 16 იანვარი 2020
  • 2505
  • 4

1

16 იანვარი 2020 23:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
varani albat yvelaze daufasebeli fexburtelia msoflioshi,arada motyuebuli da damcirebuli varani jer ar minaxavs,tipi kedelia chveulebrivi magram piari ar aqvs vafshe,titqos isetived yofna moetxoveba rogoric ari da amas yvela shechveulebi vart,arasdros ar vsaubrobt xolme varanze da arc sxvisgan msmenia arc piari sa kritika mitumetes

pepe vafshe sxva fenomeni iyo,kepleri realis legendaa da rac ne realis tamashebi maqvs nanaxi masze magari dacviti funqciebis mqone mcveli ar naxsendeba ramosis udidesi pativiscemis miuxedavad,ramosi vafshe sxva levelia magram me mxolod dacvit funqciebze vsaubrob

2

16 იანვარი 2020 23:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
არადა ერთ დროს უმტიტი ჩაისვამს ჯიბეშიო ამბობდნენ... უმტიტი ეხლა ნოუ კამპზე გაზონს კრეჭავს და ამან 4 ლიგა მოიგო wink

3

16 იანვარი 2020 23:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
სევილიას უნდა მოვუგოთ,.
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

17 იანვარი 2020 00:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
შავი მალდინის დონე მაინც ვერ დადე რა ვარან... wink

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)