ზიდანი:„ვალვერდე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო“

ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„როგორც ველოდით, ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები. მადრიდის „რეალმა“ ბევრი იწვალა, ვინაიდან ურთულესი მეტოქე ჰყავდა, თუმცა მთავარი ის შედეგია, რომელიც დავაფიქსირეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.“

„სეზონის სტარტზე პრობლემები იყო, თუმცა სიმშვიდეს და მოთმინებას ვინარჩუნებთ, მთავარი სწორედ ეს არის. ვფიქრობ, სეზონი გრძელია და ხშირად იცვლება ბევრი რამ. მთავარი ის არის, რომ ყველა მადრიდისტა ბედნიერი იყოს, მე ვარ. (იცინის).“

„ძიუპონი? მისი სამუშაო ნათელია, ჩემი ფეხბურთელები 120 წუთის მანძილზე დაღლას ვერ გრძნობდნენ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი, რომელიც ზრუნავს მოთამაშეთა განვითარებაზე.“

„მარიანო? ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ. არჩევანს მატჩების წინ ვაკეთებ. ვინც „რეალში“ თამაშობს, ყველა იმსახურებს აქ ყოფნას.“

„9-იდან 9 ფინალი? ეს მართლაც საოცრებაა რისთვისაც ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი. რომ არა ჩემი შეგირდები ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევდი. აღფრთოვანებული ვარ და „ბლანკოსთან“ ერთად კიდევ ბევრი ფინალის მოგებას ვაპირებ. ფეხბურთელის რანგშიც ბევრი ფინალი მაქვს მოგებული, ჩემი კოლექცია დიდია.“

„კურტუა უდიდესი მეკარეა, ბელგიელმა ბევრჯერ გვიხსნა გაშვებული გოლისგან. გოლკიპერთა მწვრთნელს დიდ მადლობას ვუხდი, ვინაიდან მათ დაგვანახეს ნამდვილი ტიბო, კარის დარაჯი, რომელიც მუდმივად ზრუნავს გუნდის უსაფრთხოებაზე.“

„ვალვერდე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ვამაყობ ურუგვაელით, მან ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. ახლავე უნდა დადუმდეს ყველა, ვინც „რეალის“ ახალგაზრდა ვარსკვლავს გააკრიტიკებს, ის მხოლოდ შექებას იმსახურებს.“

„საუდის არაბეთში თასის მოსაგებად ჩამოვედით და ბედნიერები ვართ, რომ ასეც მოხდა. წინ დიდი გამოწვევები გვაქვს, რომელსაც აუცილებლად დავძლევთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 იანვარი 2020
  • 12527
  • 9

1

13 იანვარი 2020 11:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ კაცს რო სრულუ სასტავი ყოლოდა აზრზე ხართ რას უზავდა ატლეტიკოოს

2

13 იანვარი 2020 11:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3135
ციტატა: მადრიდისტა 777
ამ კაცს რო სრულუ სასტავი ყოლოდა აზრზე ხართ რას უზავდა ატლეტიკოოს

პენალტებში 4-1 კი არა 5-0 მოიგებდნენ

3

13 იანვარი 2020 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3135
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: მადრიდისტა 777
ამ კაცს რო სრულუ სასტავი ყოლოდა აზრზე ხართ რას უზავდა ატლეტიკოოს

გაანადგურებდა საერთოდ დაშლიდა რავი ააოხრებდა

თემურ-ლენგი და საქართველო მონაგონი იქნებოდა

4

13 იანვარი 2020 11:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: KingLeo10m
ციტატა: მადრიდისტა 777
ამ კაცს რო სრულუ სასტავი ყოლოდა აზრზე ხართ რას უზავდა ატლეტიკოოს

პენალტებში 4-1 კი არა 5-0 მოიგებდნენ

შენით მოიფიქრე თუ სხვამ გითხრა

5

13 იანვარი 2020 14:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვალვერდეზე ვკაიფობ ბარსას მწვრთნელს ვგულისხმობ ტიპი რა საშინელებაა და კაციშვილი რო არ ამბობს საყვედურს ყველა რო იცავს, ყველას ყავს თავისი ბენზემა რა wink

6

13 იანვარი 2020 16:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: putankalonia
ბარსას ბალეშიკების კომენტარებზე ვღადაობ რაა,რამეს დაწერ მერე და ნომერი მომეციო და ისაო და ესაო,საიდან ამდენი ბოღმა wink აი მესი რო წავა მერე ნახავთ რა სასაცილო კლუბი გახდება პუტანკალონია,იმის მაგივრად რო მიულოცონ ქართველ ბალეშიკებს პროვოკატორობენ და იბოღმებიან wink აი ზიდანი რო ყავს რეალს გინდ ფეხბურთელობის დროს და გინდ მწვრთნელობის ეგეთი ბარსას არყოლია და არც ეყოლება,მიაკვდეს სლეზე გვარდიოლაც და ენრიკეც,ვაბშე მთელი კუტალონია თავის მესით,მაგარი სასაცილო და ბოღმა კომებია,მერე მაგრად იცითხოლმე 12 წლის მადრიდისტა კოტეს კომენტარიო,აბა ყველამ გადახედეთ ერთის გარდა თქვენ კომებს,ამ ერთის კვირის მანძილზე,ჯერ ზიდანს ასხავდნენ რაის მწვრთნელიაო,ტაქტიკა არააქო ისაო ესაო,კაროჩე რაა მე მაგრად ვღადაობ,მაგარი მარგალიტები ყავს ჰალას wink

მეტი ბოღმა დაგვანახეთ უფრო მეტი ეს რაარიი wink wink

100%

7

13 იანვარი 2020 16:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მესიზე დიდ ფეხბურთელს არ უარსებია, ერთი მარადონაა ყველაზე ახლოს დონით მარტო. ყველა ვინც ფეხბურთს უყურებს პირველ მცნებად უნდა ქონდეს ეგ გათავისებული იმდენად აშკარაა ჩემი აზრით ;დდდ მარა აი ეს დამკვიდრებული აზრი "მესი რო წავა ბარსელონა მილანის დღეში იქნებაო" ძაან არარეალური მგონია, კიარადა 100% ვიცი რო ეგრე იქნება, მესით არც დაწყებულა ბარსა, და არც დამთავრდება, ადეკვატური ხელმძღვანელობაა საჭირო და მეტი არაფერი

8

13 იანვარი 2020 16:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: მადრიდისტა 777
უზავდა

მართლა მაინტერესებს ეგ რა სიტყვაა? აი ვ-ს რატო ხმარობთ საიდან მოიტანეთ რა უბედურებაა :/ :/ ბევრისგან მესმის უკვე და ვერ გამიგია რა ახირებაა,, უზადა არის სწორი ცნობისთვის (არადა გრამატიკის გარტყმაში არვარ :დ )

9

14 იანვარი 2020 11:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: putankalonia
ბარსას ბალეშიკების კომენტარებზე ვღადაობ რაა,რამეს დაწერ მერე და ნომერი მომეციო და ისაო და ესაო,საიდან ამდენი ბოღმა wink აი მესი რო წავა მერე ნახავთ რა სასაცილო კლუბი გახდება პუტანკალონია,იმის მაგივრად რო მიულოცონ ქართველ ბალეშიკებს პროვოკატორობენ და იბოღმებიან wink აი ზიდანი რო ყავს რეალს გინდ ფეხბურთელობის დროს და გინდ მწვრთნელობის ეგეთი ბარსას არყოლია და არც ეყოლება,მიაკვდეს სლეზე გვარდიოლაც და ენრიკეც,ვაბშე მთელი კუტალონია თავის მესით,მაგარი სასაცილო და ბოღმა კომებია,მერე მაგრად იცითხოლმე 12 წლის მადრიდისტა კოტეს კომენტარიო,აბა ყველამ გადახედეთ ერთის გარდა თქვენ კომებს,ამ ერთის კვირის მანძილზე,ჯერ ზიდანს ასხავდნენ რაის მწვრთნელიაო,ტაქტიკა არააქო ისაო ესაო,კაროჩე რაა მე მაგრად ვღადაობ,მაგარი მარგალიტები ყავს ჰალას wink

მეტი ბოღმა დაგვანახეთ უფრო მეტი ეს რაარიი wink wink

არ აყვე ხმა ლაწირაკებს ტაკტიკა არ აქვს და 3 ლიგა აქვს დადებული არა?ამას დაჟე უცოდინარიც ვერ დაიჯერებს ))) უტყდებათ რომ რეალი ნომერო უნოა პახოდი მწვრთნელიც რომ საუკეთესო ყავთ ვაფშე პიზდეცია მაგათვის)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)