რამოსი:„„ატლეტიკო“ ჩვენი მტერი არ არის“

სერხიო რამოსმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ამაყები ვართ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში მოვხვდით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს მოგება. მეტოქე ძალიან სოლიდური და სერიოზულია. სიმეონეს გუნდმა აქ ყოფნა დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებს მოსაგებად.“

„სასაყვედურო არაფერია, ახალ ფორმატში ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. სუპერთასმა უფრო დიდი ინტრიგა შეიძინა, თანაც შანსი ოთხ გუნდს ეძლევა და უშეღავათო ბრძოლა იმართება.“

„ყველას შეუძლია ისე იფიქროს, როგორც სურს, მაგრამ „ატლეტიკო“ მტერი არ არის. „როხიბლანკო“ პირდაპირი კონკურენტია, ისევე როგორც სხვა გუნდები. მტრები არასდროს არსებობდნენ.“

„ზიდანი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ფრანგმა ლეგენდამ იცის, როგორ ჩამოაყალიბოს საუკეთესო თერთმეტეული. ფაქტია, რომ ზიზუს „ბლანკოსი“ გარდაქმნა ნებისმიერ მატჩში შეუძლია. წინა მატჩში განსხვავებული სქემა გვქონდა, რომელმაც საუკეთესო შედეგი მოიტანა.“

„გვსურს, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ფინალების ტრადიცია გავაგრძელოთ და კვლავ გავიმარჯვოთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ თასის მოსაპოვებლად. ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია ასევე უმაღლესი დონის მწვრთნელით.“

„დიახ, შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით ამის თქმა წინა ხაზზე შეიძლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომელიც სრულად უნდა ავითვისოთ.“

„ჩემი კარიერის ძალიან კარგ მომენტში ვარ. ვთვლი, რომ ყოველდღიურად უფრო ახალგაზრდა ვხდები.“

„ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ. ძალიან გამიხარდება, თუ მადრიდულ დერბიში კარს მშრალად შევინახავთ.“

„5 ნახევარმცველი? ეს ზიზუს გადასაწყვეტია. როდესაც მოედნის ცენტრში ამდენი ფეხბურთელია თამაშზე დიდ კონტროლს ვამყარებთ, თუმცა წინა ხაზში შედარებით ცოტა ფეხბურთელია. ყოველთვის აქვს მნიშვნელობა ვინ დგას თავდასხმაში, როდესაც აქცენტს ნახევარდაცვაზე აკეთებ.“

„ტრანსფერები? ბუნებრივია, „რეალს“ ყველა ვარსკვლავს აკავშირებენ. მბაპე? ის დიდებული წინახაზელია. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ფრანგს „ბლანკოსის“ რიგებში, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის, ის „პსჟ“-ს მოთამაშეა. კილიანს ნებისმიერი გუნდისთვის საონებო ფიგურას ვუწოდებდი.“

„ეს იქნება მატჩი, სადაც დიდი ყურადღებაა საჭირო. თითოეული დეტალი მნიშვნელობას იძენს.“

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზიდანი ფეხბურთელობის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყოფდა ხელს, რადგან ფრანგს საოცარი ხედვები აქვს, ის ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანია და მისი მოსაზრებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.“

„„რეალმა“ საზღვრები გადაკვეთა, მაგრამ თითოეული ბედნიერია აქ, ვინაიდან უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს. ჩვენ ბევრ ადგილობრივ ქომაგს შევხვდით.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 12 იანვარი 2020
  • 12098
  • 3

1

12 იანვარი 2020 15:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აბა მარტო ჩემი მტერია?🤣🤣🤣

ათასობით ფული წავაგე ბილეთში როცა მოგება და უწერე წაგო ან ფრე როცა მეტი დავწერე ნაკლები წამოიღო კიზე არაა და ხომ შემცა ატლემ და დორტმუნდმა ხომ ვერგაიგებ რასიზამს

2

12 იანვარი 2020 18:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კის რომ დაწერ გამაგებინე ძმა და არას მე დავწერ უეჭველი კუში იქნება)

3

12 იანვარი 2020 19:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მტერი კი არა თქქვენი ლაქიაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)