ვისენტე დელ ბოსკე: "კასილასი არის პირველი მეკარე, შემდეგ არის რეინა."

დელ ბოსკემ დაადასტურა, რომ კასილასი და რეინა არიან ნომერ პირველი და ნომერ მეორე მეკარეები.


ესპანეთის მწვრთნელმა ვისენტემ დაადასტურა ფართოდ გავრცელებული ხმები მისი მეკარეების არჩევანზე "კასილასი ბევრი კამათის გარეშე არის პირველი მეკარე, ხოლო პეპ რეინა მისი შემცვლელი."

ნაკრების მესამე მეკარეზე კი ბევრი მითქმა-მოთქმაა ესპანეთში. დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მას ჯერ არ აურჩევია მესამე მეკარე. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ვიქტორ ვალდესი შენანიშნავი მეკარეა.

როცა მას ჰკითხეს იქნებოდა თუ არა მის ნაკრებში ცვლილებები, მან განაცხადა, რომ იგივე შემადგენლობით იქნება რაც ბოლო მატჩში (მეგობრული თამაში საფრანგეთის წინააღმდეგ), იმიტომ რომ "ჩვენ არ შეგვიძლია ვცვალოთ სია ყოველ კვირა, ფეხბურთელების სათამაშო ფორმების მიხედვით." ამ პასუხის მიხედვით ესპანეთის მესამე მეკარე ვალდესის მაგივრად, უნდა იყოს ვილიარეალის დიეგო ლოპეზი. რა თქმა უნდა ვისენტე ნერვიულობდა მისი გუნდის 3 დანაკლისზე: ცესკ ფაბრეგასზე, ფერნანდო ტორესზე და ანდრეს ინიესტაზე. ესპანელი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ისინი იქნებიან გამოჯანმრთელებულები მსოფლიო ჩემპიონატისთვის. განსაკუთრებით ტორესის ტრავმა არის ამაღელვებელი, რადგანაც საკითხავია იქნება თუ არა მზად მისი შემცვლელი ელ ნინო მუნდიალზე პირველი მატჩის სათამაშოდ. თუ ორივე ფეხბურთელი ვერ ითამაშებს დელ ბოსკე ალბათ ფერნანდო ლორენტეს გამოიძახებს.

წყარო: goal.com
dle 10.1

  • ivane
  • 5 მაი 2010
  • 2512
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)