ზიდანის პრესკონფერენცია „ატლეტიკოსთან“ ფინალის წინ!

ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენი მესიჯი არ შეიცვლება. მადრიდის „რეალი“ არ უღალატებს საკუთარ სტილს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

„ფეხბურთელებისთვის ზეწოლა უცხო არ არის. ჩემ გუნდს ფინალში არაერთხელ უთამაშია და ზუსტად ვიცით, რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული გადამწყვეტი მატჩები.“

„ჟოაო ფელიქსი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას მომავლის მოთამაშის ვუწოდებდი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს და სახიფათო ძალას წარმოადგენს. მას წარმატებებს ვუსურვებ და ვთვლი, რომ მომავალში პორტუგალიელს სახელს არაერთხელ გავიგებთ.“

„5 ნახევარმცველი? არ ვაპირებ გითხრათ, რა ტაქტიკით ითამაშებს მადრიდის „რეალი“ „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ „ბლანკოსი“ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ეცდება, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებით მომტანი იქნება.“

„ჩემი საიდუმლო? არანაირი საიდუმლო არ არსებობს, წარმატება დაუღალავ შრომას მოაქვს. მხოლოდ ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგები მიიღო.“

„ესპანეთის სუპერთასის ახალი ფორმატი? მე ამაზე არანაირი განცხადების გაკეთება არ შემიძლია, ეს ხომ ფედერაციის გადაწყვეტილებაა? ჩვენთვის საამაყოა, რომ სუპერთასის ფინალში მოვხვდით, ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.“

„„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია. გვახსოვს ბევრი წარმატება და ასევე ბევრი ფიასკო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

„ყოველდღიურად ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ბევრი რამ უკეთსობისკენ შეიცვალა. გასულ თვეებში პრობლემები გადავლახეთ და ახლა პროგრესს ვაჩვენებთ. მადრიდის „რეალი“ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობს და წინსვლა გაგრძელდება.“

„მე მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. საკუთარი საქმე ძალიან მიყვარს, რაც დიდ ენთუზიაზმს მძენს. მსურს, რომ სხვებს ბევრი ვუსმინო და ბევრი ვისწავლო. ჩემი აზრით, „ბლანკოსისთვის“ წარმატების მოტანა შემიძლია, როგორც კი მივხვდები, რომ შესაძლებლობები ამოვწურე, იმ დღესვე დავტოვებ სამეფო კლუბს, ვინაიდან ამ გუნდს ყოველთვის მოტივირებული დამრიგებელი სჭირდება.“

„ერნესტო ვალვერდე და ჩავი? ეს ჩემი საქმე არ არის, თუ „ბარსელონა“ მწვრთნელს შეცვლის და ახალ პოზიციას ერნანდესი დაიკავებს, მე მას მივულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.“

„ტრანსფერები? იანვრის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, ჩვენ ახლა მხოლოდ მადრიდული დერბის მოგებაზე ვფიქრობთ.“

„სიმართლე რომ გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა „ატლეტიკოს“ შევხვდებოდით, თუ „ბარსელონას“. ორივე გუნდი უდიდეს ძალას წარმოადგენს და ბევრი მუშაობაა საჭირო მათ დასამარცხებლად.“

„ტაქტიკა? 4-3-3, 4-4-2, 4-1-4-1 და ასე შემდეგ. არცერთი სქემა არ მუშაობს, თუ ფეხბურთელები ზუსტად არ თამაშობენ თავდასხმასა და დაცვაში. მთავარი სიზუსტე და ბევრი მოძრაობაა.“ dle 10.1

  • Datuna
  • 11 იანვარი 2020
  • 16173
  • 7

1

11 იანვარი 2020 16:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წმინდა სისხლის ტაქტიკური ჯახი იქნება :))

ციტატა: Hazard10
ჩემი აზრით მარიანო უნდა დააყენოს ძირითადში მასეთი ჟილკიანი 9იანი უნდა გუნდს კატლეტებთან რომელიც გაუჩერებლივ ირბენს და ყველა ბურთზე იბრძოლებს სერბი პრინცის სიარული ყელშია უკვე იივიჩი იტალიაში გაქაჩავს ესპანეთში თუარ გაიქეცი ისე არაფერი გამოვა.... ასე რომ მარიანოს ველოდები ხვალ.....

ძირითადში თუარა 20 წუთი მინუმუმ მისაცემია, იოვიჩის სიდინჯე ნაკლებად გავა ან ტყიურებთან :))

მითუმეტეს მეორე სართულზე მარიანო უფრო რამის მკისრებელია :) სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება მაგისთვის.

2

11 იანვარი 2020 17:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სანამ ბარსელონა თავის "ზიდანს" ეძებს, ამასობაში ზიდანი ხვალ კიდევ ერთ ტროფეის მოიგებს.
წარმატებები გუნდს არცთუისე იოლ მეტოქესთან.
ნამდვილ გულშემატკივრებს ჯერავთ შენი.

Vamos Zidane! Vamos Real!
.

3

11 იანვარი 2020 18:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სიმართლე რომ გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა „ატლეტიკოს“ შევხვდებოდით, თუ „ბარსელონას
amaze didi simartle zizus arasdros utqvia,orive erti nexvia,katletebi kidev ufro saxifatoni arian
4 3 3 taqtika 4 2 2 taqtika,ra mnishvneloba aqvs tu fexburtelebma tavdasxmasa da dacvashi zustad ar imoqmedes,taqtikas aranairi azri ar aqvs,kidev erti didebuli sityvebi zizusgan,nomer pirveli adamiani fexburtis istoriashi,zizus swored axasiateben xolme,rogori igrokic iyo isetive treneriao,amaze uket ver sheamkob

4

12 იანვარი 2020 00:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
aba bichebo xvale unda davdot tasi da zizus imedi.

5

12 იანვარი 2020 10:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 34
ზიდან ცხრაასი წელია ბარსასთან არ მოგიგიათ და გოლსაც ვეღარ იტანთ შე სლეო :დ სადაც დაგიჭერენ იქ მოგცემენ პირში :დ

6

12 იანვარი 2020 22:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1944
კულეები არიან საიტზე შემოპარულები ეს მესის ცოლის ტრუსიკები ესენი.....😆😆😆😆😂😂😂😂😂😂😂

7

13 იანვარი 2020 00:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 34
ციტატა: zizu2020
კულეები არიან საიტზე შემოპარულები ეს მესის ცოლის ტრუსიკები ესენი.....😆😆😆😆😂😂😂😂😂😂😂

შენ დებილ დედას ტენა მესიმ სლეო :დდდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)