ვარანი:„დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ მოსაგებად მზად ვართ“

რაფაელ ვარანმა „ვალენსიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა...


„გვსურს, რომ 2020 წელი ტიტულის მოგებით დავიწყოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. „ვალენსიასთან“ მატჩი ყოველთვის საინტერესო და დიდი ინტრიგის მატარებელია, მაგრამ ახლა შეხვედრას სხვა კონტექსტი აქვს, რაც დამატებით მოტივაციას გვძენს.“

„ახალი ფორმატი? მივესალმები ნახევარფინალებს და შემდეგ ფინალს. ესპანეთის სუპერთასი ახლა უფრო რთულად მოსაგები გახდა.“

„დიახ, სერიოზული დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მწვრთნელო საუკეთესო თერთმეტეულს იპოვის. ზიზუ წყვეტს, ვინ ითამაშებს და ვინ არა. მთავარი ის გახლავთ, რომ შესაბამისი რესურსი არსებობს.“

„კოლექტიურ დონეზე კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოუმატა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.“

„საუდის არაბეთში არნახული დახვედრა მოგვიწყვეს და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ვფიქრობ, ძალიან კარგ გარემოში ვართ.“

„ინდივიდუალურ დონეზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“

„ფინალი „ელ კლასიკო“? დარწმუნებული ვარ, „ბარსელონას“ ეს არ უნდა. ჩვენზე რთული მეტოქე ამ გუნდს ვერ ეყოლება.“


dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2020
  • 3479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)