MARCA - „რეალმა“ რეინიერი იყიდა!

მადრიდის „რეალი“ ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტების ესპანეთის დედაქალაქში ჩამოყვანას განაგრძობს. უკვე 6 თვეა სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი 17 წლის ბრაზილიელი რეინიერის დამატებას ცდილობს, რომელზეც პრეტენზიას ასევე აცხადებენ მანჩესტერ „სიტი“ და „ბარსელონა“....


„მარკას“ და კიდევ რამდენიმე ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდულმა გიგანტმა რეინიერთან შეთანხმებას მიაღწია და წინახაზელი სულ მალე ჩავა ესპანეთის დედაქალაქში.

რეინიერი კარიერას „კასტილიაში“ დაიწყებს შემდეგ კი მთავარ გუნდს შეუერთდება.

ვინიციუს ჟუნიორისა და როდრიგო გოეშის შემდეგ რეინიერი მესამე ახალგაზრდა იქნება, რომელიც „ბლანკოსის“ წარმატებისთვის იბრძოლებს.

ჟესუსს ახალ ნეიმარსაც უწოდებენ, ის ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ძლიერი დარტყმის მქონე მოთამაშე გახლავთ. თამაშის სტილით მას რიკარდო კაკასაც ადარებენ.

17 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო თანხად 40 მილიონი ევრო სახელდება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 3 იანვარი 2020
  • 11815
  • 3

1

4 იანვარი 2020 00:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
მარკამ კი არა რეალმაც დაადასტურა უკვე. ყველა ბრაზილიური გამოცემა იუწყება რომ რეალმა რეინიერი იყიდა 30 მილიონ ევროდ. კასტილიაში კი არა, ზაფხულამდე ფლამენგოში დარჩება და მერე შეუერთდება რეალს.
ძალიან მაგარი ბიჭია, ბოლო პასი და მოედნის ხედვა აქვს ძალიან მაგარი. დრიბლინგითაც ერთ-ერთი საუკეთესოა, კარგად და სწრაფად ატარებს ბურთს და სხარტი აზროვნება აქვს.

2

4 იანვარი 2020 07:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ravi bevri gadmosula egeti aqebi mara he

3

4 იანვარი 2020 09:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ესეთი რეალი იქნება ძაან *ესლი ყველა ახალგაზრდა ერთად
Courtuis
Hakimi-varane-militao-mendy
Valverde-cebalos-odegaard
Rodrygo-jovich-vinicius

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)