ზიდანი:,,აზარი სუპერთასზე არ გვეყოლება"

ზინედინ ზიდანმა 2020 წლის პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„ფიზიკურად ძალიან ძლიერები ვართ და მოტივაციის ნაკლებობაც არ გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია. 2020 წელს შემართებით ვიწყებთ.“

„დიახ, რამდენიმე მატჩში გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, მშვიდად ვართ და აუცილებლად ვაჩვენებთ იმ დონეს, რაც საჭიროა.“

„2020 წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მატჩი მოვიგოთ, რაც საბოლოო ჯამში ტიტულების მოპოვებაზე აისახება.“

„წლევანდელ წელს ერთი ძალიან სამწუხარო ინფორმაციით ვიწყებთ, ედენ აზარი ესპანეთის სუპერთასზე არ ითამაშებს, ბელგიელი ვერც იმ შემთხვევაში მოახერხებს დაბრუნებას, თუ ჩემი გუნდი ფინალში გავა.“

„31 იანვრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ბრაჰიმისი და მარიანოს წასვლის შემთხვევში მათ შემცვლელებს მოვიყვანთ. დაველოდოთ რა მოხდება უახლოეს კვირებში.“

„ზოგი მეტს ითამაშებს, ზოგი ნაკლებს. მთავარი ის არის, რომ როტაცია ყოველთვის იქნება და რესურსს ავითვისებთ.“

„ისკო ყველა მატჩში ახდენა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, ის დიდებულია.“

„ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგები ტურნირია. ჩვენ ბოლო წლებში ევროსარბიელზე უფრო წარმატებულები ვიყავით, ვიდრე შიდა პირველობაზე, მაგრამ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების სირთულეების შედარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.“

„პოგბაზე აღარ ვისაუბრებ, მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. პოლი მანჩესტერ „იუნაიტედს“ ეკუთვნის.“

„„ხეტაფეს“ სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ეს გუნდი ოთხეულისთვის იბრძოლებს. პირველიდან ბოლო წუთამდე აქტიურად თამაში გვმართებს.“

„კალენდარი საკმაოდ რთულია, თუმცა ამას არ უნდა შევუშინდეთ. ლა ლიგასთან ერთად სხვა ტურნირებიც შემოდის.“

„2020-ში მხოლოდ მოგებებზე ვიფიქრებთ, ეს ჩვენი მთავარი საზრუნავია.“ dle 10.1

  • Ramos
  • 3 იანვარი 2020
  • 4711
  • 3

1

3 იანვარი 2020 17:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4889
კამავინგას ყიდულობს რეალი მგონი. 17 წლის ღლაპია, ვინმემ იცის რას წარმოადგენს?

2

3 იანვარი 2020 18:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 305
რა ჩაარტყა იმ შობელძაღლმა აზარს ეგეთი რომ ვერ გამოჯანმრთელდააა😣😣😣😣😣😣😣😣😣😣😣😣😣

3

3 იანვარი 2020 22:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
კამავინგას ყიდულობს რეალი მგონი. 17 წლის ღლაპია, ვინმემ იცის რას წარმოადგენს?
საფრანგეთში კაია და მბაპესავით იმედებს ამყარებენ ფრანგები მაგრამ რეალში რა გითხრა .

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)