რამოსი მალიორკაზე საუბრობს

სერხიო რამოსი ესპანელ ჯურნალისტებს შეხვდა და მალიორკას შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მცველის თქმით, რეალს არ გაუჭირდება მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდის დამარცხება, სამეფო კლუბი ყველა მატჩის მოგებას აპირებს.


"მალიორკა წელს იდეალურ სეზონს ატარებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, რადგან ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძვით. "წითლებს" შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც შეძლო მინიმუმიდან მაქსიმუმის შექმნა და გუნდის ფეხზე დაყენება. იყო დრო, როდესაც ისინი ლა ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სურთ ძალების მოსინჯვა."

"ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ მატჩის სირთულეს, მაგრამ საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ და ვფიქრობთ, რომ გამარჯვება არ გაგვიჭირდება. მთავარი მონდომებაა, რომელიც ჩვენს გუნდს განსაკუთრებით ბოლო თამაშებში არ აკლია."

"კაკა გუნდს დაუბრუნდა და ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულოა, იგი გუნდისთვის სასიცოცლო მნიშვნელობის ადამიანია და მისი არყოფნა ყოველთვის ძალიან სამწუხაროა."

"დაგვრჩა სამი თამაში და 9 ქულა, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩემპიონობამდე მიგვიყვანს. ჩვენ არ ვუყურებთ ბარსელონას შედეგებს. "ბლანკოსი" მხოლოდ ყველა თამაშის მოგებისთვის იბრძვის და ფიქრობს, რომ მომდევნო მატჩებში წარმატება ჩემპიონობის ტოლფასი იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2010
  • 1476
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)