რიბერი: "ბარსელონაში ან რეალში თამაში მსურს"

მიუნხენის ბაიერნის მეშვიდე ნომერმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ოცნებაა რომელიმე ესპანურ გრანდში გააგრძელოს კარიერა.


"ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად ლიონელ მესი არის. აგრეთვე ძალიან მსურს ვითამაშო ხავი ერნანდესის გვერდით, რომელიც პასების მეფეა. მან იცის როგორ უნდა გაუწიოს ორგანიზება გუნდის შეტევებს და აგრეთვე გადაცემის გაკეთებისას არის ძალიან ფრთხილი. ჩემი ოცნებაა ვითამაშო ბარსელონაში ან მადრიდის რეალში, ეს ის გუნდებია, რომელში ასპარეზობაზე უარს არც ერთი ფეხბურთელი იტყოდა. მე მზად ვარ ლა ლიგაში გავაგრძელო კარიერა."

"უკანასკნელი ექვსი თვე ყველაზე წარუმატებელი იყო ჩემს კარიერაში, მე მივიღე მუხლის მძიმე ტრავმა და ფორმაში შესვლა გამიგრძელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს პერიოდი უკან დარჩება და გულშემატკივარს ისევ ძველი რიბერი დაუბრუნდება."

"მიყვარს როდესაც თავისუფალი ვარ და მატჩის დროს პოზიციებს ვიცვლი, რადგან ძალიან ბევრს დავრბივარ და ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი ჩემი ხილვა, მაგრამ ყველაზე კარგად თავს ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ვგრძნობ."

"მე ყველა კლუბში, რომელშიც ოდესმე მითამაშია დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ და დიდ სამსახურსაც მიწევდნენ. თავდაპირველად ბრესტში ვასპარეზობდი, შემდეგ მარსელში გადავედი და სწორედ ამ კლუბში წარმოვაჩინე თავი საუკეთესო მხრიდან, ახლა კი ბაიერნში ვასპარეზობ და შანსი მაქვს მოვიგო ჩემპიონთა ლიგა."

ინფორმაციის წყარო: AS.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)