ზიდანი:„ბეილის დასჯა შედეგს არ მოგვცემს“

ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მე ვფიქრობ, რომ ბეილზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ამ საკითხთან დაკავშირებით ფოკუსირება არ ღირს. სჯობს ყურადღება „სოსიედადთან“ დაპირისპირებაზე გადავიტანოთ.“

„გარეთის დასჯა? ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს და ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ნეგატივს. არ ვფიქრობ, რომ მადრიდში ბედნიერი არ არის. მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უელსში უფრო მოტივირებული და ბედნიერია? ალბათ იმიტომ, რომ იქ სხვა კომფორტი აქვს, ამ შემთხვევაში მას ენის ბარიერი არ ექმნება.“

„ჟოზეს და ფლორენტინოს ურთიერთობა? მახარებს, რომ მოურინიოსთან ყველას კარგი კომუნიკაცია აქვს.“

„თუ ბეილი გუნდიდან წავა, მე ზუსტად ავხსნი რატომ მოხდა ასე. ახლა უელსელი ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს და სათამაშოდ მზად არის. მასთან საუბარი რა თქმა უნდა მქონდა.“

„ოდეგორი? მახარებს ნორვეგიელის თამაში, ის შესანიშნავად გამოდის „სოსიედადში“, მაგრამ ახლა დაბრუნებაზე ფიქრის დრო არც მას აქვს და არც ჩვენ. ერთადერთი რამ, რაზეც ფოკუსირებული ვარ ბასკურ კლუბთან მატჩია.“

„ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა რა თქმა უნდა ყველა ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ ლა ლიგის მატჩია ჩასატარებელი, რომელიც დიდ მნიშვნელობას იძენს.“

„ხალხის დაკვეთა კარგი თამაშის ყურებაა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბერნაბეუზე მოსული პუბლიკისთვის სიამოვნების მისანიჭებლად.“

„„სოსიედადს“ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რაც ლა ლიგის ცხრილზეც შესაბამისად აისახება. ამ კოლექტივმა ზაფხულში დიდი პროგრესი აჩვენა და ფეხბურთელებიც დაიმატა. საკმაოდ რთულ მატჩს ველი, სადაც ტექნიკურ საკითხს დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.“

„წინ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია, სადაც ბეილსაც გამოვიყენებთ. გადახედეთ ჩვენს კალენდარს, შანსი ყველას უნდა მიეცეს.“

„კაზემიროს დასვენება? დიახ, ბრაზილიელი მართლაც დიდ დატვირთვას იღებს. გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მის პოზიციაზე კარგად თამაში შეუძლიათ, მაგრამ ბრაზილიელი საოცრად მოქმედებს.“

„მიუხედავად იმისა, რომ როდრიგო 18 წლის არის, ის ყოველთვის მზად უნდა იყოს დატვირთვის მისაღებად და სათამაშოდ. ბრაზილიელზე დიდ იმედებს ვამყარებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მოხდეს.“

„ნეიმარის დაბრუნება? ძალიან კარგად ვიცნობ „პსჟ“-ს შეტევით პოტენციალს და ისიც ვიცი, რა დონის მატჩი გველის სულ რამდენიმე დღეში.“


dle 10.1

  • Hala
  • 22 ნოემბერი 2019
  • 3507
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)