ვინიციუსი:„ბევრ დეტალს გეტყვით, რომელიც აქამდე არ მითქვამს“

ვინიციუს ჟუნიორმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„ჟურნალ-გაზეთებში ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერებოდა იმის შესახებ, რომ მე მადრიდის „რეალში“ გადავდიოდი, რეალურად კი აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი. მოვიდა დღე, როდესაც სამეფო კლუბის წარმომადგენლობა დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზა. მამაჩემმა მითხრა, რომ გადაწყვეტილება გულით მიმეღო. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. ბრაზილიისგან მადრიდი ბევრად განსხვავდება, როგორც ქალაქით, ასევე სტადიონით, ფეხბურთელებით, კულტურით და ასე შემდეგ.“

„პრეზენტაციაზე ძალიან ვნერვიულობდი, ვინაიდან ესპანურად ვერცერთ სიტყვას ვერ წარმოვთქვამდი. ბევრ დეტალს გეტყვით, რომელიც აქამდე არ მითქვამს. საფეხბურთო ლეგენდა, ლუის ნაზარიო რონალდო მადრიდში სპეციალურად ჩაფრინდა იმისათვის, რომ ჩემთვის სტრესი მოეხსნა და პრეზენტაციას დასწრებოდა, ამ ფაქტმა „კიჭა“ კიდევ უფრო დამაფასებინა.“

„მარსელო ძალიან მეხმარება და ხშირად მეუბნება, რა უნდა გავაკეთო მოედანზე. საუკეთესო პარტნიორად კარიმ ბენზემას მივიჩნევ, ის ყოველთვის მიგებს და დუეტში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ ფრანგი განსაკუთრებული მოთამაშეა.“

„ოჯახი მუდამ გვერდში მიდგა, ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე. ფუტზალს ვთამაშობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი მთავარი მიზანი დიდი ფეხბურთი იყო.“

„მწვრთნელთან ბევრს ვმუშაობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ზიდანისგან კიდევ უფრო ბევრს ვისწავლი. შარშან ჩემი ტრავმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მივიღე უდიდესი ტკივილის მომგვრელი იყო. ვფიქრობ, რომ მაშინ საუკეთესო ეპოქა მქონდა და დაზიანებამ დიდი პრობლემები შემიქმნა.“

„თავს მხოლოდ სამეფო კლუბში ვხედავ და არსად სხვაგან, კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს, რაც ძალიან ბედნიერს მხდის. მინდა, რომ გულშემატკივრების იმედები გავამართლო და ადრე თუ გვიან „ბლანკოსის“ უდავო ლიდერი გავხდე.“ dle 10.1

  • Ramos
  • 5 ნოემბერი 2019
  • 3321
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)