ცხელი ზაფხულის მოლოდინში

გამომცემლობა ევროსპორტი ცხელ სატრანსფერო ზაფხულს წინასწარმეტყველებს, ჟურნალისტებმა შეაგროვეს ინფორმაციები, ყველაზე საინტერესო ტრანსფერების შესახებ, რომელიც შესაძლოა ამ სეზონის დასრულების შემდეგ განხრციელდეს. ჩვენთვის საინტერესოა თუ რა ტრანსფერების "გაჩარხვას" შეძლებს ფლორენტინო პერესი.


ლა ლიგას დასრულების შემდეგ პელეგრინი სავარაუდოდ დატოვებს მადრიდის რეალს და მსოფლიო მედია ვარაუდობს, თუ ვინ გახდება მადრიდის რეალის მომავალიმ მწვრთნელი ამჟამად 3 კანდიდატი ლიდერობს. ესენი არიან: მაურინიო, ბენიტესი და კაპელო. თუ დავუჯერებთ ევროსპორტს ლივერპული ესპანელი თავკაცის გუნდიდან გაშვებას გეგმავს და მის მაგივრად ფულჰემის მთავარი მწვრთნელის დანიშვნა სურთ, რომელმაც ინგლისური კლუბი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა. ამას თუ დავუმატებთ ბენიტესის მიერ Daily Mail- ისთვის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ უკმაყოფილოა გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით, სავსებით რეალურია, რომ რაფა სამუშაოს გარეშე დარჩეს და მომავალი სეზონიდან სამეფო კლუბს გაუძღვეს.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებმაც შესაძლოა დატოვონ სამეფო კლუბი, ყველაზე დიდ ინტერესს კარიმ ბენზემა იწვევს, რომელიც შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგდეს, ინგლისური კლუბი მზად არის ფეხბურთელში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ამ ტრანსფერის განხორციელება ინგლისელებს გაუჭირდებათ, რადგან ფრანგ ფორვარდს კლუბის დატოვება არ სურს, მისი ბედი სავარაუდოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შმდეგ გაირკვევა. წითელ ეშმაკებს თავის შემადგენლობაში მადრიდის რეალის 11 ნომერის გარდა უესლი სნეიდერისა და ფრენკ რიბერის ხილვა სურს, ეს უკანასკნელი კი სამეფო კლუბს სამიზნეში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ყავს ამოღებული, თუმცა მის გადმობირებას ვერ ახერხებს. ფერგიუსონის განმარტებით იუნაიტედი მზად არის ფრანგ გაემარბში 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ხოლო რაც შეეხება მადრიდის რეალის ახალ სამიზნეებს ესენი არიან კარლოს ტევესი და ფრანკ ლამპარდი. ბლანკოსის ხელმძღვანელობა მზად არის თითოეულში 30-30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ტევესის ტრანსფერი სავსებით რეალურია, რადგან მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ სერიოზული შემოთავაზების შემთხვევაში მზად არის დათმოს არგენტინელი თავდამსხმელი. რაც შეეხება ინგლისელ ნახევარმცველს სამეფო კლუბში მისი გადმოსვლის ალბათობა გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ კლუბს სათავეში მაურინიო ჩაუდგება. მადრიდის რეალს სურს ლამპარდი კაკასთან დაწყვილოს და შექმნას დუეტი, სადაც ინგლისელი ბრაზილიელს შეტევაში წასვლის დროს დააზღვევს და მის ფუნქციებს შეითავსებს, რაც ხელ-ფეხს გაუშლის რიკარდოს და ნაკლებად იფიქრებს დაცვაზე.

ინფორმაციის წყარო: EuroSport.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)