კეირუში: "ვიმედოვნებ, რომ "რეალი" ლა ლიგას მოიგებს"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მოქმედმა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, კარლუს კეირუშმა, ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ გამოცემასთან.


- როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მესია თუ რონალდუ?
- მე რონალდუს მწვრთნელი ვარ და ასევე პორტუგალიის მოქალაქე.ალბათ, რთული გამოსაცნობი არაა, რომ კრიშტიანუს დავასახელებ საუკეთესოდ.ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან.მათ შეუძლიათ რამდენიმე წელში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები გახდნენ.

- ვინ მოიგებს ლა ლიგას, "რეალი" თუ "ბარსელონა?"
- ვფიქრობ, მადრიდელები შეძლებენ პრიმერას მოგებას.

- კრიშტიანულ სანაკრებო კარიერას ხშირად აკრიტიკებენ.ხალხი მიიჩნევს, რომ რონალდუ კლუბებში უფრო მეტს შრომობს, ვიდრე ნაკრებში...
- ამაში ვერ დაგეთანხმებით.თავისი ახალგაზრდული ასაკისა, ის პორტუგალიის ერთ-ერთ ვეტერან ფეხბურთელად ითვლება.ოპერაციის გაკეთების შემდეგ, მას ძალიან გაუჭირდა ფეხბურთის თამაში, ამას დაემატა ესპანეთში გადასვლა და იქ ადაპტაციის გავლა.საბოლოოდ, ამ ორმა ფაქტორმა მაინც დატოვა თავისი კვალი ფეხბურთელის თამაშზე.

- როგორც ჩანს, პორტუგალიის ეროვნული გუნდი უფრო მეტად რონალდუზეა დამოკიდებული...
- არაცმ და არამც.ჩვენ ბოლო მნიშვნელოვან შეხვედრებში კრიშტიანუს გარეშე მოვახერხეთ გამარჯვებების მოპოვება.პორტუგალიის ნაკრებში ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან, თუმცა "რეალის" ვარსკვლავთან ერთად, უფრო ძლიერები ვართ.

- როგორ შეაფასებთ, რონალდუს პირველ წელს მადრიდის "რეალში?"
- მინდა გითხრათ, რომ მას ყველაფერი კარგად გამოდის.კარგად ვიცნობ, ესპანურ ფეხბურთსა და სამეფო გუნდს.არავის ეგონა 10 თვის წინ, რომ ფეხბურთელი სწრაფად გაივლიდა ადაპტაციას და დაიწყებდა გოლების გატანას.ეგოისტობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ჩემი სურვილია, რონიმ ჯერ ნაკრებში ითამაშოს ამ დონეზე და შემდეგ კლუბში.

- პეპე მიიღებს მონაწილეობას მუნდიალზე?
- ვიმედოვნებ, რომ კი.როდესაც ექიმები გვეტყვიან მისი მზადყოფნის შესახებ, ჩვენ აუცილებლად მოვიხმართ ფეხბურთელის ძალებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)