რამოსი:„ჩვენ მივესალმებით ზიდანის დარჩენას, მოურინიოზე არ ვფიქრობთ“

სერხიო რამოსმა თურქეთში პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ უნდა მოვიგოთ, ან ისევ მოვიგოთ! სხვა შედეგი არ განიხილება, თურქეთში 3 ქულისთვის ჩამოვედით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დიახ, ლა ლიგის წინა ტურში საშინელი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ხვალ სხვა გუნდს იხილავთ.“

„მადრიდს არაერთხელ ჰქონია კრიზისი და ბევრჯერ დაბრუნებულა. ახლაც ასე მოხდება. ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ და ზინედინ ზიდანის ირგვლივ ატეხილი ჭორები ჩავაცხროთ.“

„რატომ უჭირს „რეალს“ მატჩების დაწყება? ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება. დასკვნების გაკეთება მარტივი არასდროს ყოფილა. ვერ გეტყვით, რაშია საქმე, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ „გალათასარაისთან“ პირველიდან ბოლო წუთამდე შევუტევთ.“

„ზიდანის წასვლა? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჭორების გასაქრობად. ფრანგმა ლეგენდამ ზუსტად იცის, რა სტანდარტები და მოთხოვნებია მადრიდში.“

„მოურინიოს დაბრუნება? თუ პერესი მოურინიოს დააბრუნებს, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ზიზუ გუნდის მეგობარია.“

„ყველა წაბორძიკების შემდეგ პრესაში წერენ, რომ კოლექტივს მთავარი მწვრთნელის ტოვებს. მოდით, პრობლემები სხვა ასპექტებში ვეძებოთ და არა მწვრთნელში, ფრანგი ლეგენდა ყველაფერს აკეთებს კოლქტივის წარმატებისთვის.“

„ეჭვი არ მეპარება, პრესაში ძალიან სიამოვნებთ „რეალის“ ცუდი სერია. რატომ? იმიტომ, რომ ზიდანის ირგვლივ ბევრ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ და მათი რეიტინგი იმატებს.“

„რადამელ ფალკაო ძალიან ძლიერი ფორვარდია. არ ვიცი, გამოვა თუ არა მოედანზე, ვინაიდან ტრავმას მკურნალობდა, მაგრამ მის კლასში ეჭვი არავის შეაქვს.“

„თურქეთში ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეტოქეს სტადიონზე ძალიან მხურვალე მხარდაჭერა ექნება.“

„ზიდანი იმსახურებს პატივისცემას. ის აქ სამუდამოდ არ მოსულა, მაგრამ ვისურვებდი, რომ წლების მანძილზე ერთად ვიმუშავოთ.“

„სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, ძალიან დიდ გამოცდილებას ვდლობთ და გვჯერა, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 1 თვის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება.“ dle 10.1

  • Datuna
  • 22 ოქტომბერი 2019
  • 14967
  • 5

1

21 ოქტომბერი 2019 21:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 40
თქვენია ბიჭებო აბა არ შემარცხვიNოთ იმედია არ ჩავიჯვამთ და სამარცხვინოთ გალათასარაისთან არ წავაგებთ და ფრეს არ ვითამაშებთ GL HF HALA MADღID :D

2

21 ოქტომბერი 2019 21:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12
კაპიტანოოო ტვალწინ მიდგას 2014 კუთხურიდან თავით რო შეაგდო და რეალის აგმასვლა დაიწკო

3

21 ოქტომბერი 2019 22:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩვენ უნდა მოვიგოთ, ან ისევ მოვიგოთ



რამოსი რა ძმაა wink

4

22 ოქტომბერი 2019 03:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1339
ხვალინდელი მატჩი ნამდივლად მოსაგებია თორემ ხვალ თუ ვერ მოვიგეთ . ევროპა ლიგაზე უნდა ვფიქროთ მერე

5

22 ოქტომბერი 2019 09:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RAUL REAL
ჩვენ უნდა მოვიგოთ, ან ისევ მოვიგოთ



რამოსი რა ძმაა wink

eg isetive tema, xan waageb xan waageb europabeti :d

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)