ზიდანი:„მილიტაოს შესაძლოა პოზიცია შევუცვალო“

ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მატჩი გველის, რადგან ვთამაშობთ გუნდთან, რომელიც ლა ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და შესანიშნავი სეზონი აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სრული რესურსის ასათვისებლად მოსაგებად.“

„კურტუას მიმართ სტვენა რა თქმა უნდა უსამართლოა. როდესაც გუნდი ვერ თამაშობს, ყველაფრის ბელგიელზე დაბრალება სწორი არ არის.“

„ზედიზედ სამი მატჩი ჩავატარეთ გოლის გაშვების გარეშე და ბელგიელი ჩვენთან ერთად იყო. ანუ რა გამოდის? ყველაფერი წესრიგშია მაშინ, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს.“

„კურტუასთან ბერნაბეუზე შექმნილ სიტუაციაზე არ მისაუბრია. მითუმეტეს, ბელგიელს არ უთქვამს, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება „რეალს“ დატოვებს და ასე შემდეგ. ტიბოს „ბლანკოსთან“ 6 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და არ აქვს უფლება რადიკალური განცხადებებით მოგვმართოს, მსგავს რამეს ვერავინ გამიბედავს, არცერთ ფეხბურთელს არ დავტოვებ, რომელიც წასვლის სურვილს გამოთქვამს. ვაფასებ ერთგულებას.“

„მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია, მე მესმის ის კრიტიკა, რომელიც ჩვენს მიმართ არსებობს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“

„სტადიონზე შეკრებილი პუბლიკის რეაქციები ჩვენზე რა თქმა უნდა მოქმედებს, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას ველით.“

„ბეილთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ ეს შიდა საკითხია და არა გარეთ გამოსატანი.“

„არის თუ არა კურტუა უდავოდ პირველი მეკარე? მე 25 ფეხბურთელი მყავს და ძირითადი გარანტირებული ადგილი რა თქმა უნდა ვერავის ექნება, ითამაშებს ის ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესო ფორმაში იქნება.“

„არ გამოვრიცხავ, ედერ მილიტაომ მარცხენა ფრთაზე ითამაშოს, ვინაიდან მენდის, ნაჩოსა და მარსელოს ტრავმები აწუხებთ.“

„ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ მომდევნო ტურებში ვითარება მნიშვნელოვნად გამოვასწოროთ. ახლა ლა ლიგაზე ვართ გადართულები და ყველაფერს გავაკეთებთ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად.“

„არეოლა ბრწყინვალე მეკარეა, მან რამდენჯერმე მიიღო შანსი და გამოიყენა კიდეც. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ძალიან მაღალი კარის დარაჯი გვყავს.“
dle 10.1

  • Datuna
  • 4 ოქტომბერი 2019
  • 6669
  • 5

1

4 ოქტომბერი 2019 19:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
{ზედიზედ სამი მატჩი ჩავატარეთ გოლის გაშვების გარეშე და ბელგიელი ჩვენთან ერთად იყო. ანუ რა გამოდის?}-ოსასუნას კარში არ დაურტყამს,სევილიასაც არ დაურტყამს კარში და ატლეტიკომ ბოლოსკენ ერთი მიუგორა და ეგ იყო და რანაირად უნდა გაეშვა გოლი?

2

4 ოქტომბერი 2019 19:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ძალიან მაღალი კარის დარაჯი გვყავს.“
😂😂😂😂😂😂

3

4 ოქტომბერი 2019 19:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
{კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ძალიან მაღალი კარის დარაჯი გვყავს.}-მაგრამ კურტუა უფრო მაღალია.სხვანარად უნდა დაწერილიყო წინადადება,მაგრამ ესეც კარგია,სახალისო გამოვიდა.

4

4 ოქტომბერი 2019 19:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
მაგრამ ახლა გამახსენდა რომ ოსასუნასთან არეოლამ ითამაშა.ან ზიზუს ეშლება რაღაც,ან თქვენ გაგეპარათ შეცდომა.

ციტატა: Los_Blancos
ციტატა: Bordo
{ზედიზედ სამი მატჩი ჩავატარეთ გოლის გაშვების გარეშე და ბელგიელი ჩვენთან ერთად იყო. ანუ რა გამოდის?}-ოსასუნას კარში არ დაურტყამს,სევილიასაც არ დაურტყამს კარში და ატლეტიკომ ბოლოსკენ ერთი მიუგორა და ეგ იყო და რანაირად უნდა გაეშვა გოლი?

briugem rao

კითხვის აზრს ვერ მიგიხვდი,თუ დამიკონკრეტებ აუცილებლად გიპასუხებ

5

4 ოქტომბერი 2019 19:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რომ ძალიან მაღალი კარის დარაჯი გვყავს.“ 😆😆😆
რომელი კარის დარაჯია ნეტა ? პარკინგის თუ ბერნაბეუს ტუალეტის 🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)