აზარი:„გავრცელებული ინფორმაცია არ დაიჯეროთ, ეს დიდი ტყუილია“

ედენ აზარმა „ბრიუგესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს „რეალის“ შემადგენლობაში წარმოვიდგენდი საუკეთესო თამაშით, მრავალი გოლით და გამარჯვებით. სამწუხაროდ, პარიზში ცუდად ვიასპარეზეთ, მაგრამ ახლა მატჩი ბერნაბეუზე გველის, სადაც გამარჯვება აუცილებელია.“

„მოედანზე 100%-ით დავიხარჯები, ვინაიდან ვიცი, რომ ხალხი ჩემგან ბევრს ელის. მსურს, რომ უფრო პროდუქტიული ვიყო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.“

„მთავარი მხოლოდ გოლები არ არის. მთავარი პროდუქტიული თამაშია. ვეცდები, რომ გაცემული ავანსები სრულად გავამართლო. ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.“

„გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, რომელიც ჩემს სპეციალურ გეგმავს ეხება. ისე ვვარჯიშობ, როგორც სხვები. არანაირი სპეც.პროგრამა არ მაქვს.“

„„ბრიუგე“ საშინაო ასპარეზზე შესანიშნავია და ეცდება, რომ ევროსარბიელზეც მიაღწიოს წარმატებას. ყურადღებით თამაში და 3 ქულისთვის ბრძოლა გვმართებს.“

„ბრაზილიელები? სულ ცოტა ხანია მათთან ერთად ვარ, მაგრამ ყველას კარგად ვუგებ.“

„ბევრი მწვრთნელისგან მისწავლია ბევრი რამ, მაგრამ ზიდანი განსხვავებულია, როდესაც ის საუბრობს, უბრალოდ ჩუმად ვართ და ვუსმენთ. ზიზუსთან მუშაობა ასევე კომფორტულია იმიტომ, რომ ის ფრანგულად საუბრობს.“

„კრიტიკა ნორმალურია. მესმის, რომ ჩემგან კიდევ უფრო ეფექტურ თამაშს ელიან. ტრავმა ცოტა ხნის წინ მოვიშუშე და ვცდილობ, მალე შევიდე სასურველ კონდიციაში.“

„ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? რა თქმა უნდა ორივე, ეს „რეალია“ და ყოველთვის ყველა ტურნირისთვის იბრძვის.“

„მსურს, რომ „რეალის“ ნამდვილი „7“-იანი ვიყო, ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.“



dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2019
  • 5648
  • 2

1

30 სექტემბერი 2019 20:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
შე ბურვაკო დაიკელი წონა და შედი ფორმაში იბიომატ

2

30 სექტემბერი 2019 23:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Briuges 3-0 unda movugot

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)