ალბიოლი: "მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ"

მადრიდის "რეალის" ესპანელმა მცველმა, რაულ აბლიოლმა, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


"ბარსელონას ურთულესი დაპირისპირება ელის "ინტერთან."არ გამოვრიცხავ, რომ კატალონიელებმა მომავალ უქმეებზე "ვილიარეალთან" დაკარგონ ქულები."ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, ამიტომაც გვარდიოლას და მის შეგირდებს არც ამ შემთხვევაში ელით ადვილი გასეირნება."

"ჩვენი მიზანია, დარჩენილი ოთხი შეხვედრის მოგება და ლოდინი.სამწუხაროდ, "რეალი" ამჟამად მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული.დიდი შანსია იმისა, რომ "ბარსამ" ბოლო ორ გასვლით თამაშში კრახი განიცადოს."

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდისათვის დარჩენილი მატჩები ძალიან რთული იქნება."სარაგოსამ" კარგად ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ.არაგონელები გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან და ამიტომაც ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მომავალ წელსაც შეძლონ პრიმერა დივიზიონში ასპარეზობა."

"ძალიან გამიხარდა წინა შეხვედრის მოგება და კაკას გოლი.ბრაზილიელი ნამდვილად იმსახურებდა ამ ბურთს.ის დიდი ხნის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა, თუმცა თავდაუზოაგავად შრომობდა და მოუთმენლად ელოდებოდა მოედანზე დაბრუნებას.ვიმედოვნებ, რომ რიკარდო კიდევ არა ერთხელ გაახარებს გულშემატკივრის გულებს."

"სამეფო გუნდის დაცვის ხაზმა, მიმდინარე წელს დიდი სამუშაო განვლო.იმისათვის, რათა საუკეთესო მცველი გავმხდარიყავი, დიდი პერიოდის გავლა მომიწია.სიმართლე გითხრათ, სწორედ წლები აჩვენებს, თუ რამდენად კარგად იცავს თავს რაულ ალბიოლი.იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ იქნება."

"ნამდვილად რთულია სეზონის ამ ეტაპზე კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნა, თუმცაღა უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს იმისათვის, რომ "რეალმა" ლა ლიგა მოიგოს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)