ზიდანი:„დავრწმუნდი, რომ მომენტების რეალიზაციაზე ბევრია სამუშაო“

ზინედინ ზიდანმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„წაგება არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა ბევრი ასპექტი გააუმჯობესა. ეს იყო გაცილებით კარგი მატჩი, ვიდრე პრე-სეზონის წინა დაპირისპირებები. არსებობდა მეტი ბალანსი, მეტი სიზუსტე და მეტი კომბინაცია, თუმცა „ტოტენჰემთან“ წაგებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „რეალს“ საშემსრულებლო ნაწილში უჭირს და ამაზე ბევრია სამუშაო. კარში დარტყმის დროს სიზუსტე და მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.“

„ხამეს როდრიგესი? მან გუნდთან ერთად ივარჯიშა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რა ბედი ეწევა კოლუმბიელს, ახლა მხოლოდ აუდის თასის მეორე მატჩზე ვფიქრობ, რომლის დაწყებამდეც უკვე საათები რჩება.“

„კეილორ ნავასმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. კოსტარიკელმა კარი არაერთხელ იხსნა და მადლობა მას ასეთი ეფექტური გამოსვლისთვის. აქ ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს, ამიტომ ყველამ ბოლომდე უნდა ივარჯიშოს და ეცადოს, რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. სტაბილურობა აუცილებელია.“

„მსურს თუ არა ხამესის დარჩენა? მე ახლა სხვა თემებზე ვსაუბრობ.“

„თავდაჯერებულობის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებ. 31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ფეხბურთელებიც დავიმატოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შემადგენლობასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.“

„რატომ არ წამოვიყვანე ბეილი გერმანიაში? იმიტომ, რომ ის 100%-ით მზად არ იყო. ექიმების რეკომენდაციით უელსელი მადრიდში დარჩა და იქ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრანსფერებს არ გამოვრიცხავ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ 1 თვეა დარჩენილი.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 30 ივლისი 2019
  • 11081
  • 5

1

31 ივლისი 2019 00:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1338
ზიზუ ნეტა ამას უკურებდე ზიზუ ბენზემაში რას ხედავ

2

31 ივლისი 2019 00:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამან მემგონი მარტო სათამაშო ხარისხში კიარ მოიკლო, უკვე პრესკონფერენციებშიც ეტყობა რო ძაან აფუჩეჩებს ყველაფერს, მახსოვს რო აგებდა ზიდანი ისეთ კომენტარებს აძლევდა ფეხბირთელებს კიარა გულშემატკივარს უღვიძებდა წაგებით მიძინებულ მოტივაციას და ახლა თითქოს ნიშნის მოგებით ცდილობს რო გულშემატკივრებს და გუნდის ინტერესებს ჯიბრში დაუდგეეესს.... ზიზუუუ მასე არ გამოვა ტლოპან ძმაო შენ აქ დაკარგული პრესტიჟის დასაბრუნებლად დაგაბრუნუს მორევში უფრო დაბლა ჩასვლისთვის კიარა

3

31 ივლისი 2019 10:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სანამ ბენზემა გეყოლება ძირითადში იქამდე ვერ გამოიყენებ მომენტებს

4

31 ივლისი 2019 10:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თუ მბაპე არ მოიყვანე ზიზუ,ან მისდაგვარი მკვლელი ტიპის ფორვარდი,შენ თავსაც გააგორებს პერესი.😆😆😆😆😆

ბენზემას სანამ არ გააგდებ გუნდიდან,იქამდე ვერ ნახავ ხეირს შე არაბო ნეეპოტიზმის პაპავ.😂😂😂😂😆😆😆😆😆😆😆😆

5

31 ივლისი 2019 13:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რაის მეტი კომბინაცია გადაბმულად 5 პასი არ გიქნიათ თამაშის ყურებააა შეუძლებელი რაის თამაში ეგაა მაგრამ მაინც საშინელებააააა კატასტროფაა პროსტა რას ავარჯიშებთ მანდ მარტო ტრამვებს რომ იგებენ მაგას??? ტიპები იმენა უნიათოდ დარბიან ყურება აღარმოგინდება ფეღბურთის თქვენი შემხედვარე! იმენა პერესმა თუ არ დაგაჯვათ მაშინ მაგის დედაც

ხამესი გიჩირდება თუ არა მაგას ვერ იტყვის კიარა მოსპო გუნდი ფსიქოლოგიურად! ერტიანობა აღარააა ბეილი არ მინმდა ის არ მინდა ეს არ მინდა აბა რა ჩემი გინდა??? ვის გაუგია ესე სახალხოდ როშავდეს კაცი ესეთ რაღაცეებზე მაშინ როცა გუნდს 4 ლიგაა მოაგებინა ამ ფეღბურთელმა, სხვას რატო უნდა უნდოდეს აქ თამაში როცა მას არ აფასებენ?!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)