აზარი:„ბევრი გოლის გატანა მსურს“

ედენ აზარმა „რეალში“ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა...


„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგელობა, პრე-სეზონის დღეების გასვლასთან ერთად ზეწოლაც იმატებს. წინ პირველი მატჩი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მოლოდინი ძალიან დიდია. ზინედინ ზიდანი აქტიურად გვამზადებს და სურს, რომ სეზონის სტარტს იდეალურ კონდიციაში შევხვდეთ.“

„უბრალოდ უნდა გავიტანო ბევრი, შევქმნა საგოლე მომენტები და შევუტიო სამეფო კლუბისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი როლი მეკისრება და ვეცდები, რომ ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხო.“

„საუკეთესო გოლი? მახსენდება „მარსელის“ წინააღმდეგ გატანილი ბურთი, როდესაც „ლილში“ ვთამაშობდი, ასევე „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ გატანილი გოლები, თუმცა ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო გოლი ჯერ არ გამიტანია და ამას „რეალში“ შევძლებ.“

„ვეცდები, რომ სეზონი უმაღლეს დონეზე დავიწყო და შთაბეჭდილება მოვახდინო, როგორც ქომაგებზე, ასევე თანაგუნდელებზე, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან.“

„ყველაზე მეტად თავისუფლება მსურს. მოედანზე ხან მარცხნიდან ვუტევ, ხან მარჯვნიდან, ხანაც ცენტრში შესვლა მომწონს. კონკრეტულ პოზიციაზე არასდროს მითამაშია და ზიდანმა ვარჯიშზე მითხრა კიდეც, რომ პოზიციის შეცვლაზე უარს არ მეტყვის.“

„როდესაც „ჩელსიში“ მივედი, ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი ვიყავი, მას შემდეგ 7 წელი გავიდა და 28 წლის ვარ. ახლა ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება მიმაგრებს. ჩატარებული მაქვს 500-ზე მეტი ოფიციალური მატჩი და ვთვლი, რომ ლა ლიგას მარტივად მოვერგები. ინგლისის პრემიერლიგასა და ესპანეთის ლა ლიგას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, თუმცა შრომის შედეგად ყველაფერი მოვა.“

„ყველა მეუბნება, რომ თითოეულ ჩაგდებულ სეზონს „რეალის“ ქომაგები ძალიან მწვავედ აღიქვამენ. აქ სეზონი წარმატებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც ტიტულებს იგებ.“

„ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს და ეს ყველაფერი კოლექტივში არსებული სიტუაციიდანაც არის განპირობებული. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩვენ ერთად ვეცდებით მწვერვალების დაპყრობას.“ dle 10.1

  • Datuna
  • 20 ივლისი 2019
  • 6295
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)