შვაინშტაიგერისთვის “რეალი” და “ჩელსი” იბრძოლებენ

La sextas-ს ცნობით, შვაინშტაიგერის შეძენით დაინტერესებულია მადრიდის "რეალი", რომელიც გერმანელებს წინადადებით მალე მიმართავს.


მართალია ფლორენტინო პერესმა, გასულ ზაფხულს აურაცხელი თანხა დახარჯა კლუბის გასაძლიერებლად, მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე მორიგი კრახი, ასევე, უტიტულოდ დარჩენის შესაძლებლობა, ესპანელ ბიზნესმენს სავარაუდოდ ახალი შენაძენების გაკეთებისკენ უბიძგებს. კონტრაქტის თანახმად, შვაინშტაიგერის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მადრიდელები ფეხბურთელის ხელში უფრო იაფად ჩაგდებას შეეცდებიან.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჩატარებულ 30 მატჩში შვაინშტაიგერს 2 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 10 თამაშში. კლუბში თავისი მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, სავარაუდოდ მიუნხენელები შვაინშტაიგერს იოლად ვერ შეელევიან. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ასაკისა, “ბაიერნის” ამჟამინდელი შემადგენლობიდან, კლუბში თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ შვაინშტაიგერს აქვს. იგი პირველ გუნდში 2002 წელს გადავიდა. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი გუნდში მას შემდეგ მივიდა. ამ ბოლო 8 წლის მანძილზე, შვაინშტაიგერი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო როგორც ოტმად ჰიტცფელდის და ფელიქს მაგათის, ასევე იურგენ კლინსმანის და იუპ ჰაინკესის დროსაც.

შვაინშტაიგერის შეძენით ასევე დაინტერესებულია ლონდონის ჩელსი, ანჩელოტი ამის გაკეთებას წინა სეზონშიც ცდილობდა მაგრან არაფერი არ გამოუვიდა, სავარაუდოდ ლონდონელები მის შეძენას მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიამ.

წყარო: lasexta.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)