პერესს სებალიოსის დატოვება სურს, ზიდანს არა!

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი დანი სებალიოსის საკითხზე ვერ თანხმდებიან...


ფლორენტინო თვლის, რომ სებალიოსი არნახულ პროგრესს აჩვენებს და დიდი პერსპექტივა აქვს, ზიზუ კი მის ადგილს სამეფო კლუბის ახალ ფორმაციაში ვერ ხედავს.

ზიდანის აზრით, კოლექტივს უპირველესად სჭირდება პოგბა. პოლი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი და სხვები აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ ცენტრი სოლიდური იყოს, აქედან გამომდინარე, ზიდანი სებალიოსს წასვლისკენ მოუწოდებს.

ზიზუ ფიქრობს, რომ დანიში 50 მილიონი ევროს მიღება უპრიანი იქნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი პერესი. ესპანელ მმართველს 3 შემოთავაზება აქვს, „მილანი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ მზად არიან, ევროპის ჩემპიონის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს შეელიონ.



dle 10.1

  • Datuna
  • 2 ივლისი 2019
  • 1917
  • 5

1

2 ივლისი 2019 12:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩემი აზრით ზიზუმ არ იცის ახალგაზრდებთან მუშაობა კოვაჩიჩი მაგან გააფუჭა და ვერ განავითარა ხესე რონელიც ანჩელოტის დროს საოცრება იყო ამან ვერ განავითარა ისკო ვერაფერში გამოიყენა და განავითარა იგივე ელის ამასაც აბა სრულყოფილი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელებით ტიტულების მოგებბა რო ადვილია ვიცით ეგ მარა რეალს აუ კიდია რომელი ფული არ აქვს რატო იზრუნოს ახალგაზრდების განვითარებაზე წავა და იყიდის

2

2 ივლისი 2019 14:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Jemala
ჩემი აზრით ზიზუმ არ იცის ახალგაზრდებთან მუშაობა კოვაჩიჩი მაგან გააფუჭა და ვერ განავითარა ხესე რონელიც ანჩელოტის დროს საოცრება იყო ამან ვერ განავითარა ისკო ვერაფერში გამოიყენა და განავითარა იგივე ელის ამასაც აბა სრულყოფილი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელებით ტიტულების მოგებბა რო ადვილია ვიცით ეგ მარა რეალს აუ კიდია რომელი ფული არ აქვს რატო იზრუნოს ახალგაზრდების განვითარებაზე წავა და იყიდის

სწორედ მაგიტომ ვერ განვითარდება ვერცერთი ახალგაზრდა ამ გუნდში. აი ეგაა პრობლემა,რაში ჭირდებათ დიდ გრანდებს თავისი აკადემია,როცა აიაქსის,სპორტინგის,ბენფიკას აკადემიები არსებობს? მოგინდება იყიდე. ბიზნესად არის ქცეული ფეხბურთი და მაგიტომ,თორე აბა არ მიცე გუნდს ერთ სეზონზე 2-ზე მეტი ფეხბურთელის ყიდვის უფლება და დაავალდებულე მინიმუმ 5 ფეხბურთელი რო ყავდეს საკუთარი აკადემიის აღზრდილი. მერე ვნახავთ თუ არ მოუჭერენ და თუ არ გაზრდიან და დიდ ყურადღებას თუ არ მიაქცევენ საკუთარ აკადემიებს. ზიდანი მაგარიაო,ზედინმა მაგრა იცის თავისი ავტორიტეტი როგორ გამოიყენოს ფეხბურთელებთან მუშაობაში,თორე ზიდანის დიდი ტაქტიკური მონახაზი ვინმემ ოდესმე ნახა? ახლაც მოვიდა იმ პირობით,რომ გუნდში ექნებოდა ვარსკვლავების ცვენა. ზიდანი ვერაფერსაც ვერ ანვითარებს,უკვე შემდგარ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ყიდულობს და შესაბამისად შედეგსაც დადებს.

3

2 ივლისი 2019 15:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIZOU...
ციტატა: კასილასი-THE best
ზიდანი მაგარიაო,ზედინმა მაგრა იცის თავისი ავტორიტეტი როგორ გამოიყენოს ფეხბურთელებთან მუშაობაში,თორე ზიდანის დიდი ტაქტიკური მონახაზი ვინმემ ოდესმე ნახა

ზიდანი რომ არა ახლა ასენსიო 35 ე დივიზიონში იქნებოდა, ზიდანის მონახაზს და ტაქტიკას რაც შეეხება ჩართე 2017 წლის ფინალი ლიგის მეორე ტაიმი, როგორ უნდა დააჩოქო გრანდი. ეს იყო მწვრთნელის მასტერკლასი, ვასკესი რო ვასკესია რეალურად არ იყო რეალის დონის ტიპმა ჩამოაყალიბა ძაან საჭირო ფეხბურთელად, ესეც ზიდანის დამსახურებაა. გუარდიოლაც არაფერი ყოფილა ეგრე უმაგრესი კროოსი გაუშვა და აგერ ბრაჰიმიც მაგარი მომავლის ფეხბურთელია, და ბოლოს თუ ტაქტიკა არ გაგაჩნია რეალის მწვრთნელად ყოფნას ვერც კი იოცნებებ, მარტო ავტორიტეტი არ ყოფნის რეალის მწვრთNელობას. სამჯერ ზედიზედ ლიგას მარტო ავტორიტეტი იგებდეს სადაა

იმ სამ წელს რო გადახედო ფეხბურთელების ასაკი იყო 25-28 წელი ასაკი როცა პიკი აქვ გამოცდილება აქვთ და იმ ასაკში არიან რო ყველაფერი შეუძლიათ ასეთი გუნდი დახვდა ზიზუს ბენიტესმა უბრალოდ ვერ შეძლო შეეეკრა გუნდი და ფეხბურთელებისთვის თავისი როლი მიეცა და იმიტო გააგდეს ზიზუმ ეს შეძლო და ძაან მააგარი როცა მწვრთნელმა იცი რომელი ფეხბურთელი რაში გჭირდება და სად უნდა ათამაშოო მარა საუბარია ახალგაზრდების განვითარებაზე ასწორებს როცა შენს საყვარელ გუნდში ახალგაზრდა ბიჭი დარბის და დღითი დღე ვითარდება ამას უყურებ და გიხარია იმედებს ამყარებ მისი ზრდა გააოცებს ჩემთვის ბევრად მაგარი სანახავია როგორ ვითარდებაფეხბირთელი ვიდრე იმის ყირება ვინც ვიცი რასაც წარმოადგენს და ვერაფერს ახალს ვერ მანახებს და ორ სამ წელში დაბერდებაა

4

2 ივლისი 2019 17:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუმ ახალგაზრდებთან მოქცევაც იცის და ტაქტიკაც პროსტა ისეთი ტიპია რომ თუ არ უნდა სულ რონ ნიჭად სკდებოდეს არ აიყვანს და პერესის წვალება რომ გუნდი გააესპანელოს არაფრად ჩააგდო და სულ ფრანგები უნდა გუნდში მენდი პოგბა და რავი კიდე ვის მოიყვანს ხო მბაპე არა იმას კიარვამბობ ცუდები არიან მეთქი უბრალოდ შეუძლია ამ ახალგაზრდება მაგხელა ან მაგაზე უკეთესები გახდნენ მაგრამ არ აფასებს

5

2 ივლისი 2019 19:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანის განსაკუთრებული ტაქტიკა მე არ მინახავს ფლანგდან ფლანგზე პასი და იქიდან ჩაწოდება ოყო რეალის ძირითადი თამაში ძალიან იშვიათად გადიოდა დამუშავებული კომბინავებით გოლები.ხან რამოსი გაფრინდებოდა ხან რონალდო ხან ბეილი და ვერ აჩერებდნენ მეორე სართულზე ვერავინ.ზიდანის მთავარი დამსახურება ფეხბურთელების მოტივაციაა რაც ტაქტიკასთან არაფერ შუაშია + იღბალი და მსაჯობა თითქმის ყველა გადამწყვეტ თამაშში ლიგაზე რელისკენ იყო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)