„ლივერპული“ სადიო მანეს „რეალში“ გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია

მადრიდის „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის მარკო ასენსიოსთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს...


ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მერსისაიდული კლუბი მადრიდის „რეალს“ საკმაოდ მსუყე წინადადებით მიმართავს, მაგრამ ფლორენტინო პერესს ტრანსფერში სადიო მანეს ჩართვა სურს.

„ლივერპული“ მზად არის, მარკო ასენსიოს სანაცვლოდ ამ ზაფხულს 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამასთანავე გუნდი მზაობას აცხადებს, მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში 15 მილიონი ევრო ჩარიცხოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ მომდევნო სეზონში პრემიერლიგას მოიგებს, „ბლანკოსი“ დამატებით 6 მილიონ ევროს მიიღებს.

საბოლოო ჯამში „რეალს“ ასენსიოს სანაცვლოდ 91 მილიონი ევროს მიღებაც კი შეუძლია.

ყოველივე ზემოხსენებული მიუხედავად, ზინედინ ზიდანი პოზიციას არ ცვლის და ასენსიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ „ლივერპული“ მანეს დათმობს, მაგრამ ამასთანავე ცნობილია, რომ იურგენ კლოპი სენეგალელი წინახაზელის გაშვების საკითხს არ განიხილავს. dle 10.1

  • Hala
  • 30 ივნისი 2019
  • 1773
  • 2

1

30 ივნისი 2019 16:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მანე ანდა რასხოდ )

2

30 ივნისი 2019 18:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მანე გამოუშვან და ასენსიო წაიყვანონ.მაგათ რომ ნამუსი ქონდეთ,აქეთ ფულიც უნდა დაამატონ.😆😆😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)