"რეალ სარაგოსა" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]

როგორც იცით, დღეს თბილისის დროით 22 საათზე, "ლა რომარედას" სტადიონზე გაიმართება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის შეხვედრა, "რეალ სარაგოსასა" და მადრიდის "რეალს" შორის.


ყველამ კარგად ვიცით, რომ სეზონის მიწურულს პელეგრინის დამოძღვრილი ბიჭების ამოცანა - 98 ქულის მოპოვებაა.დედაქალაქელები დარჩენილი ხუთი შეხვედრის მოგების და "ბარსას" წაბორძიკების იმედად არიან.აღნიშნვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ გუნდის გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს.გასულ კვირაში ალვარო არბელოამ განაცხადა: "სამეფო კლუბის მაისურის მორგების შემდეგ, შენ ვალდებული ხარ ბოლომდე იბრძოლო."ალბათ, დამეთანხმებით, რომ აქედანაც კარგად ჩანს, თუ როგორი ენთუზიაზმით ხვდებიან ფეხბურთელების დარჩენილ დაპირისპირებებს.

მადრიდელთა ბანაკში აღსანიშნავია ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება.კონკრეტულად, რაული, კაკა და მეტცელდერი შეძლებენ გუნდის დახმარებას "სარაგოსასთან" მატჩში.აქვე გეტყვით, რომ "ლა რომარედაზე" ალბიოლი (დისკვალიფიკაცია) და დრენტე (ტრავმა) დააკლებიან თავიანთ თანაგუნდელებს.

ახლა, რაც შეეხება "რეალ სარაგოსას."არაგონელები ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, მე-16 პოზიციაზე არიან განთესილნი.გაის ბიჭები მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან გასავარდნ ზონას, ამიტომაც მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დარჩენილი თამაშების წარმატებულად დასრულება.აქვე უნდა ითქვას, რომ "რეალის" წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს შემადგენლობის ლიდერი, პენანტი.

ჯამში "რეალ სარაგოსასა" და მადრიდის "რეალს" 111 მატჩი დაუგროვდათ.აქედან 70 მოიგეს ჩვენებმა, 22 ფრედ ითამაშეს და 19 წააგეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)