აზარი:„დიდი მიზნები მაქვს, მადრიდში ბევრი ტიტულის მოსაგებად ჩამოვედი“

ედენ აზარმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც „რეალში“ თამაშზე ოცნება დავიწყე. დღეს აქ ვარ და ოპტიმიზმით ვივსები. ძალიან მსურს, რომ სეზონი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და შესანიშნავი სეზონი გამოგვივა.“

„ზინედინ ზიდანი ჩემი კერპია და ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგი ჩემი მწვრთნელი იქნება, მას დიდ პატივს ვცემ.“

„თუ გინდა მოიგო ტიტულები, უნდა ითამაშო „რეალში“. ჩემი ოცნება მომდევნო წლებში რაც შეიძლება მეტი ტრიუმფის მოგება იქნება, ძალიან მსურს, რომ ამ კლუბთან ერთად მწვერვალები დავიპყრო.“

„„ჩელსიში“ 7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და კაპიტნის სამკლაური არაერთხელ მოვირგე. ახლა ახალ ეტაპზე ვარ. „რეალის“ ახალწვეული ვარ და ყველაფერი თავიდან იწყება. მსურს, რომ ისეთი კარგი სეზონები მქონდეს „ბლანკოსში“, როგორებიც ლონდონში მქონდა.“

„ლონდონური კარიერა შესანიშნავი ტიტულის დავასრულე, ევროპალიგის მოგებამ დიდი სიხარული მომგვარა.“

„დიახ, ინტერესი შარშანაც არსებობდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და „რეალში“ გადმოსვლა 1 წლით დავიგვიანე.“

„ლეო მესი? ვიცოდი, რომ ამ შეკითხვას დავისვამდით. მასზე შემიძლია გითხრათ, რომ „ბარსელონას“ ეკუთვნის და ჩემს პრესკონფერენციაზე ამ თემის განხილვის დროს ვერ ვხედავ.“

„თუ მოდრიჩი 10 ნომერს არ დამითმობს, ნამდვილად არ შევქმნი პრობლემას. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლუკა კვლავ 10-იანი იქნება, მე კი სხვა ნომერს მოვირგებ. ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.“

„დიდი მადლობა ტიბო კურტუას, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარა. ჩემი თანამემამულე მუდმივად მეუბნებოდა, რომ აუცილებლად გადმოვსულიყავი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.“

„ახალი გამოწვევა მივიღე, მოვხვდი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და დიახ, ნამდვილად მსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. ბევრს ვიშრომებ და ვეცდები, რომ საკუთარი თავი მაღალ ხარისხში დაგანახოთ.“

„მომდევნო სეზონს იმედის თვალით ვუყურებ. მჯერა, რომ შემიძლია კარგი ფეხბურთი ვითამაშო.“

„ფლორენტინო პერესს ადრე შევხვდი, მაშინ ლონდონში ვიყავით. პრეზიდენტმა მითხრა, რომ მადრიდში უნდა მეთამაშა. დიდი მადლობა ხელმძღვანელს იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 13 ივნისი 2019
  • 17088
  • 8

1

14 ივნისი 2019 00:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მბაპე დაითრიონ და თუ უნდათ ბენზემა ბეილი ვასკესი ერთად მიცენ

2

14 ივნისი 2019 00:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მბაპე დადე ბაბუუ და არავის მოგთხოვთ კიდე 5 წელი 😄✌

3

14 ივნისი 2019 01:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თასების მოგებაზე მთავარია კლასიკოებში კარგი შედეგების დაფიქსირება. 2008 წლის შემდეგ 3 ბურთიანი უპირატესობით არ მოგვიგია. ზიდანის მეორე ცდაც იმედია წარმატებული იქნება. ისე ძალიან მინდოდა კლოპი ან ლიოვი მოსულიყო. რეალი დამანგრეველ მანქანად იქცეოდა.

4

14 ივნისი 2019 01:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4
კარგია კარგიიი

5

14 ივნისი 2019 01:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
"დიახ, ჩემი შეძენა ბარსელონასაც სურდა, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და არა მათი აღნიშვნის ყურება."

- ედენ აზარი 🤭

6

14 ივნისი 2019 01:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
50000 კაცი რო პრეზენტაციას დაესწრება და აზარის მაგივრად,მბაპეს მოიყვანეთ რო იყვირებენ, უნდა ადგე და შუა პრეზენტაციიდან წახვიდე 🤣🤣 ყველაზე ჩოგანი ფანები გვყავს სამწუხაროდ.

7

14 ივნისი 2019 02:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: 995592400106
ketili iyos sheni fexi planetis sauketeso klubshi eden magari kaci xar da warmatebebs gisurveb imedia bevri titulit da sauketeso tamashit gagvaxareb dastoin madridelebs hala madrid y nada mas.

ჩმორო პირადი შეტყობინება ნახე

8

14 ივნისი 2019 02:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: კასილასი-THE best
50000 კაცი რო პრეზენტაციას დაესწრება და აზარის მაგივრად,მბაპეს მოიყვანეთ რო იყვირებენ, უნდა ადგე და შუა პრეზენტაციიდან წახვიდე 🤣🤣 ყველაზე ჩოგანი ფანები გვყავს სამწუხაროდ.

Yvelaze momtxovni :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)