რობერტო კარლოსი:„გული მწყდება, რომ „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს“

რობერტო კარლოსმა სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა...


„სამეფო კლუბმა დიდი ცვლილებები დაანონსა და ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესმა დანაპირები შეასრულა. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა მხოლოდ 9 დღეა გასული, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობას კი უკვე შეუერთდნენ იოვიჩი და აზარი. სეზონის დასრულებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ დედაქალაქური კლუბის ღირსებას ედერ მილიტაო დაიცავდა.“

„უდავოდ უნდა ვთქვათ, რომ ახალი „გალაქტიკო“ აზარზე აეწყობა და ბელგიელს შეუძლია კლუბის უდავო ლიდერის ფუნქციის მორგება, ის საოცარი ფეხბურთელია.“

„ზიდანი ფეხბურთელებს აუცილებლად გაუშვებს, მაგრამ ახლანდელი შემადგენლობის დაახლოებით 80% კოლექტივში დარჩება, აქედან გამომდინარე, ძირითადი ბირთვი შეცვლას არ დაექვემდებარება.“

„იოვიჩი შესანიშნავი შენაძენია, მას კარიმ ბენზემასთან განსაკუთრებული კონკურენცია მოუწევს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ზიზუ გარკვეულ მატჩებში იოვიჩი-ბენზემას დუეტს სასტარტოშიც შემოგვთავაზებს. ეს არის ახალგაზრდა და ძალიან ამბიციური ფეხბურთელი, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს.“

რობერტო კარლოსი:„გული მწყდება, რომ „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს“


„ძალიან მწყდება გული, რომ გადის წლები და „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს. ეს ადამიანი ნეიმარია, რომლის ტრანსფერიც კვლავ პრობლემას წარმოადგენს. წლები გადის და ჩემ თანამემამულეს ასაკი ემატება. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო.“

„მარსელოს ხშირად მადარებდნენ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით. მე იმდენს ხანს არ ვფლობდი ბურთს, რამდენსაც ვიეირა ფლობს, მისი ტექნიკა ნამდვილად დასაფასებელია. ვთვლი, რომ მინიმუმ 7 წლის მანძილზე ის საუკეთესო განაპირა მცველის სტატუსს ინარჩუნებს, ის „მერენგების“ რიგებში დიდხანს უნდა დარჩეს.“

„ვინიციუსი ნაკრებსმიღმა დარჩა და კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს, ეს ჩემთვის საწყენია, თუმცა პატივი უნდა ვცეთ ტიტეს გადაწყვეტილებას. „რეალის“ წინახაზელი ჯერ ძალიან პატარაა და ყველაფერი წინ აქვს, ის ბევრჯერ მოირგებს ბრაზილიის ნაკრების მაისურს.“

dle 10.1

  • Ramos
  • 9 ივნისი 2019
  • 7802
  • 5

1

9 ივნისი 2019 13:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეიმარმაა თავისს დროზეე მიქარაა როცაა ბარსაში გადავიდაა მერეკი მისი სამსახიობო ნიჭით ყველას თავიბშეაძულააა!
რაცშეხებაა იოვიჩს და ბენზემასს...
სავარაუდოდ ტაქტიკა შეიცვლებაა 4-3-1-2
ჰაზარდი უკნიდან ითამაშებს და სწორიც იქნება წინ ლუკიტო დარჩება ბდნზემასთან ერთად და თან ბენზემა მოძრავიაა შემქმნელის ფუნქცუასაც ითვისებს...ლუკიტო კი შემსრულებელიაა!!
ეს ყველაფერიი იმ ფონზეე თუ შეტევაში ვინმეე არ ვიყიდეთ!და სწორედ მასე მგონიაა რომ პერესმაა ჰაზარდით დახურაა შეტევის თემაა!!
მოსალოდნეკი იქნებაა ან ერიქსენის ტრანსფერი ან კიდევ პოგბაა!ეს იმ შემთხვდვაშიი თუ კოვაჩიჩი არ დააბრუნესს!
დაცვაშიი მენდიი დაა ეგაა!
ისღაა დაგვრჩენიაა რომსეზონის დაწყებას დაველოდოთ!

ციტატა: ZIZOU...

რაც მარსელოზე ილაპარაკაა კრისტალიი იბაზრაა თუმცაა მარსელოს ამასთან შედარებით დარტყმის სიზუსტე და სიძლიერე აქ -0

2

9 ივნისი 2019 13:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
მარსელო ჯობია თუ კარლოსი თქვენი აზრით? ჩემთვის კარლოსი საუკეთესოა!

3

9 ივნისი 2019 14:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
მარსელო ჯობია თუ კარლოსი თქვენი აზრით? ჩემთვის კარლოსი საუკეთესოა!

ძალიან რთული სათქმელია. შეტევითი პოტენციალი მარსელოს გაცილებით კარგი აქვს ვიდრე კარლოსს ქონდა. დაცვით ფუნქციებში არც მარსელოა ძაან ძლიერი და არც კარლოსი, უბრალოდ კარლოსი უსწრაფესი იყო საოცარი დარტყმით, მარსელო უფრო ტექნიკური და ჯონგლიორი მოთამაშეა. მე პირადად რეალის 11 ეულში მარსელოს დავაყენებდი და არა კარლოსს :)

4

9 ივნისი 2019 14:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Dantes23
ციტატა: LUCA MODRIC
მარსელო ჯობია თუ კარლოსი თქვენი აზრით? ჩემთვის კარლოსი საუკეთესოა!

ძალიან რთული სათქმელია. შეტევითი პოტენციალი მარსელოს გაცილებით კარგი აქვს ვიდრე კარლოსს ქონდა. დაცვით ფუნქციებში არც მარსელოა ძაან ძლიერი და არც კარლოსი, უბრალოდ კარლოსი უსწრაფესი იყო საოცარი დარტყმით, მარსელო უფრო ტექნიკური და ჯონგლიორი მოთამაშეა. მე პირადად რეალის 11 ეულში მარსელოს დავაყენებდი და არა კარლოსს :)
? მარსელო და კარლოსზე ვაფანატებ მარა კარლოსის თამაშებიც მაქ ნანახი და და მარსელოს თამაშებსაც ვადევნებ თვალს მარა.. . კარლოსთან შედარება მაინც არ შევადარებ კარლოსი ლეგენდაა და არა ადამიანურ დარტყმას ფლობდა. მანძილი არარსებობდა მაგისთვის ყველა და ნებისმიერი ადგილიდან შეეძლო დარტყმა.. მარსელო უფრო სხვა თემაა

5

9 ივნისი 2019 23:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Karlosis da marselos shedareba cota iseti temaa, karlosi sxvas tamashobda da marselo sxvas, tan mashin sul sxva satamashi skema iiyo axlandel pwxburttan shedarebit, imdenad ar yo plangebis mnishvneloba tamashhi rogorc axlaaa, eset temaze da am dineze plangebis chartva im dros vinc maxsendeba ertaderti xavier dzanetia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)