მიჩელი–ფლორენტინო პერესის პეპ გვარდიოლა

უკვე არავის არ უკვირს, რომ პრესაში ყველაზე ხშირად კლუბიდან მანუელ პელეგრინის შესაძლო წასვლაზე წერენ. ჩილელი სპეციალისტიგან ბევრს მოელოდნენ, მაგრამ მისი რეზულტატი არაა ის, რასაც კლუბის ხელმძღვანელები ითხოვდნენ.


პელეგრინი სულ უფრო და უფრო შორდება ფეხბურთელებს და პრეზიდენტს, ამის დამამტკიცებელად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩილელი სპეციალისტის მიერ ესპანური რადიოსთვის მიცემული ინტერვიუ: "მე პრეზიდენტს არც ისე ხშირად ვესაუბრები."

ამას მოყვა შემდეგში მისი ახალი განცხადება: "მათ მე მომდევნო სეზონზე სასაუბროდ არ დავუბარებივართ."

"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბში დიდი ინვესტიციები ჩადო და არაა გასაკვირი თუ მას სურს შედეგის ნახვა, ისევე როგორც ამას "ბლანკოსების" გულშემატკივრები ელიან.

ფლორენტინო პერესი შეიძლება ეხლა "ბარსელონას" მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე ოცნებობდეს, მაგრამ ეს ისეთივე პრესტიჟული კლუბისთვისაც კი , როგორიც "მადრიდის რეალია" უბრალოდ წარმოუდგენელია.

ამასობაში, როცა მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო გამომცემლობები შესაძლო კანდიდატურად მოიხსენიებენ ჟოზე მაურინიოს, რაფაელ ბენიტესს, კარლო ანჩელოტის და ფაბიო კაპელოს, ესპანურმა ვებ–გვერდმა 20minutos.es–მა ყველაზე მოულოდნელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატია ასე იწყება: "ფლორენტინოს (პერესი) საკუთარი გვარდიოლა სურს". კითხვა კი შემდგომში მდგომარეობს, ვინაა პერესის გვარდიოლა?

ამ კითხვაზე პასუხი კი "ხეტაფეს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მიჩელია: ადამიანი, რომელმაც "თეთრების" რიგებში 400–მდე შეხვედრა ჩაატარა. ეხლა კი მადრიდის ერთ–ერთი გარეუბნის კლუბს ხელმძღვანელობს.

ამ სეზონში "ხეტაფე" მე–8 ადგილზეა და მას ასევე აქვს საშუალება უეფას ევრო ლიგაზე გასასვლელი ადგილი მოიპოვოს.

რობერტო სოლდადომ, რომელიც "მადრიდის რეალის" აღზრდილია 12 გოლის გატანა მოახერხა და ეს მაშინ, როცა ნახევარდაცვის არც თუ ისე კარგი მხარდაჭერით სარგებლობს. ფაქტია, რომ მიჩელმა იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

როგორც 20minutos.es იუწყება მიჩელი "მადრიდის რეალისთვის" იდეალური ვარიანტი იქნება, ვინაიდან მან იცის, თუ როგორ უნდა მიუდგეს ფეხბურთელებს (პელეგრინისგან განსხვავებით).
dle 10.1

  • shvela
  • 22 აპრილი 2010
  • 2352
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)