ზიდანი:„„რეალში“ ცვლილებები აუცილებლად იქნება“

ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მსურს პრესკონფერენცია იკერ კასილიასს საკითხით დავიწყო. ესპანელს გუშინაც ვესაუბრე და როგორც ვიცი თავს კარგად გრძნობს. ეს ამბავი ძალიან მძიმე იყო და ვიმედოვნებ, რომ გოლკიპერის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება.“

„„ვილიარეალთან“ დაპირისპირებაში ჩემმა გუნდმა გაცილებით კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის. ის, რაც „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მოხდა, პირადად ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, ასეთ რამეს ფეხბურთელებს აღარ ვაპატიებ და ეს მათ კარგად იციან. სირთულეები ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ახლა მთავარ მიზანს „ვილიარეალთან“ კარგი დაპირისპირების ჩატარება წარმოადგენს.“

„ჩვენი მომავალი მეტოქე გაცილებით დიდ ძალას წარმოადგენს, ვიდრე სატურნირო ცხრილში სჩანს.“

„ვაპირებ, რომ ლა ლიგაში დარჩენილი მატჩებიდან ყველა მოვიგოთ და სეზონი დადებით განწყობაზე დავასრულოთ.“

„არ ვაპირებ ხალხის პოზიცია არ გავიზიარო, ან მათ შევეწინააღმდეგო. ეს სეზონი „რეალისთვის“ ნამდვილად არ იყო კარგი, ჩვენ უნდა გავააანალიზოთ არსებული პრობლემები და ზაფხულში შევეცადოთ, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და მომდევნო სეზონს მზადყოფნაში შევხვდეთ.“

„ბეილი? დიახ, მე ვარ მწვრთნელი და ვირჩევ ფეხბურთელებს, თუმცა გარეთი არის მოთამაშე, რომელიც საკმაოდ კარგად ითავისებს საკუთარ პასუხისმგებლობას.“

„მოხარული ვარ, რომ პოგბამ ჩემთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა, თუმცა მერწმუნეთ, ის მანჩესტერ „იუნაიტედის“ ფეხბურთელია, ჩვენ კი ამ კლუბს და მის ხელმძღვანელობას პატივს ვცემ. ფრანგთან დაკავშირებით ვრცლად საუბარი იმ შემთხვევაში შემეძლება, თუ ტრანსფერი შედგება. დიახ, რა თქმა უნდა, მსურს რომ პოლი ჩემი შეგირდი იყოს, ვინაიდან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.“

„ვინიციუს ჟუნიორი ბრწყინვალე ფეხბურთელია და იმსახურებს სამეფო კლუბში ყოფნას. მასთან მიმართებაში ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, ის მხოლოდ 18 წლის არის. გასული კვირის განმავლობაში წინახაზელი ბევრს ვარჯიშობდა და ფიზიკური თვალსაზრისით დიდი პროგრესი აჩვენა.“

„31 აგვისტომდე სატრანსფერო ფანჯარა ღია იქნება, სადაც შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. ის, რომ „რეალში“ განახლებები იქნება ფაქტია, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე ამ პრესკონფერენციის ფარგლებში საუბარს არ ვაპირებ, ვინაიდან ახლა „ვილიარეალთან“ დაპირისპირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ზაფხულში არც ევროპის ჩემპიონატია და არც მსოფლიოს, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მშვიდად მუშაობის საშუალება მოგვეცემა.“ dle 10.1


1

4 მაი 2019 21:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3138
ნეიმარი მოიყვანეთ რა

2

4 მაი 2019 21:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბოლო რო თქვი თითქოს გული ამომივარდა;დ

3

4 მაი 2019 21:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: KingLeo10m
ნეიმარი მოიყვანეთ რა

ვინ გვაძლევს 😂😂

4

4 მაი 2019 21:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3138
ციტატა: Dani carvajal
ციტატა: KingLeo10m
ნეიმარი მოიყვანეთ რა

ვინ გვაძლევს 😂😂

დარწმუნებული ვარ რომ მიუშვან გამოიქცევა. რა უნდა იმ საზიზღარ კლუბში ვერ გამიგია

5

5 მაი 2019 00:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: KingLeo10m
ციტატა: Dani carvajal
ციტატა: KingLeo10m
ნეიმარი მოიყვანეთ რა

ვინ გვაძლევს 😂😂

დარწმუნებული ვარ რომ მიუშვან გამოიქცევა. რა უნდა იმ საზიზღარ კლუბში ვერ გამიგია
მასე ბაზარი არაა.გამოსასყიდი 140 მილიონი ფუნტი უწერია

6

5 მაი 2019 13:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
😏

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)