ზიდანი:„ტრანსფერები აუცილებლად იქნება“

ზინედინ ზიდანმა „ხეტაფესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთულ მატჩს ველი. მიმდინარე სეზონში „ხეტაფემ“ არაერთი კარგი მატჩი გამართა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლის გამართვა.“

„რეალმა“ ლა ლიგა დიდი ხნის წინ დათმო, ფავორიტი რა თქმა უნდა „ბარსელონაა“ და ეჭვი არავის ეპარება, რომ თასს კატალონიური კლუბი დაეუფლება. მომდევნო სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება და პრიორიტეტულად ჩავთვლით. ვეცდებით, ყველა მატჩში გამარჯვებაზე ვიფიქროთ და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ.“

„დიახ, ბოლო წლებში ლა ლიგაში „ბარსელონას“ დომინაცია შეიმჩნევა, თუმცა მე მათ და კრიტიკოსებს შევახსენებდი, რომ „ბლანკოსი“ გაცილებით მეტ თასს ფლობს და შიდა ჩემპიონატში უკონკურენტოა.“

„ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერი გუნდის წევრს ეკითხებიან. რატომ? იმიტომ, რომ ცვლილებები ყოველთვის აუცილებელია. ზაფხულში „რეალი“ რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს და ასევე გიდასტურებთ, რომ კოლექტივს რამდენიმე წევრი დატოვებს.“

„ცვლილებები იქნება, ეს უკვე გითხარით.“

„მეკარეების საკითხი. ამაზე ბევრს ვფიქრობ და გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ.“

„ბენზემა შესანიშნავი ფეხბურთელია, ის „რეალის“ რიგებს დიდი ხნის მანძილზე გაამაგრებს..“

„ვინიციუსი ბრწყინვალე ფეხბურთელია. გამიხარდება, თუ ის ბრაზილიის ნაკრებს დაეხმარება, ეს ყველაფერი დიდი გამოცდილების მიღებასთან იქნება დაკავშირებული.“



dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2019
  • 4645
  • 2

1

24 აპრილი 2019 21:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არ იქნება დაა ვნახოთ ვისი აჯობებს

2

26 აპრილი 2019 07:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შენ ბენზემა გადაგიყოლებს უეჭველი.მაგის ნათამაშები არ გაიშვა...😆😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)