ქალების " დათრევას" აჯობებდა თასები და ტიტულები "დაგეთრია"!

ასეთი ტიპის სტატია გამოაქვეყნა ერთ–ერთმა ინტერნეტ გამომცემლობა დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კიმ კარდაშიანისა და კრიშტიანო რონალდუს ურთიერთობის შესახებ. გთავაზობთ ამ სტატიას.


“როგორც ჩანდა , ისინი შესანიშნავად ატარებდნენ დროს, მთელი საუბრის განმავლობაში იცინოდნენ"–აცხადებს თვითმხილველი ერთ–ერთ გამომცემლობასთან საუბრისას. "მადრიდის რეალის" სუპერ ვარსკვლავი არც მეტი არც ნაკლები კვლავ გოგოს გამო ხვდება ჟურნალ–გაზეთებისა თუ ინტერნეტ გამომცემლობის მთავარ გვერდზე.

მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" კიდევ ერთხელ მოახერხა "მადრიდის რეალის" დამარცხება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჟურნალ–გაზეთებიდან პრაქტიკულად გაქრა რონალდუზე სტატიები და ისინი მესის ხოტბის შესხმით იყვნენ დაკავებულნი, რასაც ეს პატარა არგენტინელი ვუნდერკინდი იმსახურებს კიდევაც. შესაბამისად ეტყობა რონალდუ შოკში ჩააგდო ამ ამბავმა და ცხელ–ცხელი რომანები გამოაცხო.

ჯერ იყო და პორტუგალიელი ვარსკვლავი ესპანურმა პრესამ "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ "მიწასთან გაასწორა", ამას აგერ უკვე პირადი სკანდალიც მოყვა და ეს მაშინ, როცა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს ძალიან დიდი კონცენტრაცია ესაჭიროებათ. "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ ტიტულის დაუფლების შანსი "თეთრებისთვის" პრაქტიკულად ნულის ტოლია.

მოკლედ, კრიშტიანო რონალდოს მსხვერპლი (გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა) ამჟამად ამერიკელი მოდელი და მსახიობი კიმ კარდაშიანი გახდა. რონის გულშემატკივრები დიდის მოთმინებით ელოდნენ თუ რამდენად იყო ეს ჭორი სიმართლესთან ახლოს. სხვადასხვა გამომცემლობებს თუ დავუჯერებთ, წყვილს თვალი მადრიდის ერთ–ერთ ძვირადღირებულ რესტორანში მოკრეს. ასევე დაიწერა იმის შესახებაც, რომ 80 მლნ. ევროიანმა ბიჭუნამ 29 წლის ამერიკელი მოდელი საკუთარ სახლში წაიყვანა, სადაც მათ ერთად ოთხი საათი გაატარეს. ამის შემდეგ კი კარდაშიანი გაემგზავრა აეროპორტში, საიდანაც აშშ–ს მიაშურა.

კიმ კარდაშიანის ამ ისტორიას შემდეგ რამოდენიმე გაგრძელება, ერთგვარი "კუდი" მოყვა. კარდაშიანის პარალელურად ამოტივტივდა რამდენიმე მოდელთა სახელიც. თუ გავრცელებულ ინფორმაციებს დავუჯერებთ, რონალდუს რამენიმე ხნის წინ ურთიერთობა ქონდა 23 წლის მოდელ აკა ნაიასთან.


ქალების " დათრევას" აჯობებდა თასები და ტიტულები "დაგეთრია"!


ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში ერთ–ერთ გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა მისი და კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობის შესახებ. შეესაბამება თუ არა მისი განცხადება სიმართლეს გასარკვევია, მაგრამ ფაქტია, რომ რონი კვლავ "იბრუნებს" "ცნობილი მექალთანის" "ტიტულს" და შესაბამისა მადრიდისტთა უმრავლესობის ყურადღება ამჟამად გადართულია რონისა და კიმ კარდაშიანის ურთიერთობაზე, ვიდრე "მადრიდის რეალის" თამაშზე. რატომ ხდება ეს, თუ "რეალის" პრეზიდენტმა, როგორც ამას კლუბის წარმომადგენლები იუწყებიან, მკაცრად გააფრთხილა ფეხბურთელები, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონოდა?

"ბარსელონა" ლა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოსაა, მაშინ როცა "თეთრები" ამ სეზონში კიდევ ერთხელ უთასოდ დარჩენის საშიშროების წინაშე იმყოფებიან. რა თქმა უნდა , რონისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა ეზრუნა "მადრიდის რეალთან" ერთად ტიტულების მოგებებზე , ვიდრე იმაზე ფიქრით ემტვრია თავი, თუ როგორ ჩაისვას ჯიბეში კიმ კარდაშიანი და ბევრი სხვა მოდელები. კრიშტიანო რონალდოს ქალთა კოლექცია მხოლოდ და მხოლოდ პაპარაცების სიხარულს თუ გამოიწვევს. dle 10.1

  • shvela
  • 17 აპრილი 2010
  • 5280
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)