პერესი:„წარმოგიდგენთ გრანდიოზულ პროექტს, რომელიც 575 მილიონი ღირს“

ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ ქომაგებს ბერნაბეუს რეკონსტრუქციის ახალი პროექტი წარუდგინა...


„ჩვენ უნდა გვქონდეს ხედვა, რომელიც მომავალ იქნება გათვლილი, რომელიც შესაბამისობაში მოვა 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან და ეკადრება მადრიდის „რეალის“ დიად სახელს. ეს იქნება სამეფო კლუბის კომფორტული, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული არენა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისითაც გაზრდის, როგორც „ბლანკოსის“, ასევე ჩვენი ქალაქის პრესტიჟს.“

„დიდი მადლობა მადრიდის მერს იმისათვის, რომ მობრძანდა და მაქსიმუმი გაიღო ამ პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ გრანდიოზულ პროექტს, რომლის საერთო ღირებულებც 575 მილიონია. ჩვენ გვექნება მოდერნიზებული, უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოობაზე გამოაცხადებს პრეტენზიას.“

„ეს სტადიონი იქნება დიდი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც 2022 წლისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდება. დიდ მადლობას მოვახსენებ ყველა ჯგუფს, რომელიც ამ პროექტზე თავდადებით მუშაობდა და გვიჭერდა მხარს.“

„ფინანსური რესურსის მოზიდვა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შევძელით და საბოლოო ჯამში სასურველ მიზანს მივაღწევთ.“

„ეს არის იდეა, რომელიც უნივერსალურია და საზღვრები არ აქვს. ეს არის მსოფლიო დონის პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და სრულფასოვან სახეს მიიღებს. ჩვენ გვაქვს დიდი იდეა, როგორც ფეხბურთისთვის, ასევე ესპანეთის დედაქალაქისთვის.“ dle 10.1

  • Datuna
  • 2 აპრილი 2019
  • 4527
  • 3

1

2 აპრილი 2019 18:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Peres gaigvize chaifsi ddd

2

2 აპრილი 2019 19:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პერო შეძველოოოო

3

2 აპრილი 2019 23:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აუ რა სტადიონი გუნდებს დააჰიპნოზებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)