ზიდანი:„ლუკა „რეალის“ საკუთრებაა და რატომ არ უნდა ითამაშოს?“

ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევეხო ჩემი შვილის, ლუკა ზიდანის წინა ტურში თამაშს. ის „რეალის“ საკუთრებაა და რატომ არ უნდა ითამაშოს? იმის გამო, რომ ჩემი შვილია მუდამ სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს? ვისაც პრეტენზიები გაქვთ, გეტყვით, რომ თქვენი პოზიცია არ არის მართებული.“

„მომდევნო სეზონში მეკარის საკითხი მოგვარებული იქნება. არანაირი კითხვისნიშანი არ დაისმება.“

„ცვლილებები იქნება. ამას გიდასტურებთ, მაგრამ ახლა გუნდში მყოფ ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემს და ვერ ვიტყვი, ვინ წავა და ვინ დარჩება. ამაზე სასაუბრო დრო აუცილებლად გვექნება და მოდით, ზაფხულში გადავერთოთ ამ საკითხზე.“

„ვეცდები, რომ „ვალენსიასთან“ მოედანზე უძლიერესი გუნდი გავიყვანო. ურთულესი მეტოქე გვყავს, ეს იქნება გამოცდა, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ და დავამტკიცოთ, რომ მეტი შეგვიძლია.“

„მე ვარანის წასვლა არ მსურს, მაგრამ თუ ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის დატოვებას აპირებს, წინ ვერავინ აღუდგება. რაფას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც იმედი მაქვს, არ დაარღვევს.“

„როტაცია? ეს აუცილებელი კომპონენტია იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო. ცვლილებებს აუცილებლად მივმართავ ხოლმე.“

„მარსელო დიდებული ფეხბურთელია, თუმცა რეგილონის სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს. ესპანელი განაპირა მცველი მოედანზე კიდევ გამოჩნდება.“

„მარსელოს დიდ პატივს ვცემ, ბრაზილიელის კლასი უმაღლესია და მას საუკეთესო მარცხენა მცველად მივიჩნევ.“

„ვერ გეტყვით, რომ ლა ლიგის მოგების იმედი მაქვს, მაგრამ ვეცდები, რომ სეზონი ღირსეულად დავასრულო. „რეალმა“ ტურნირზე გამარჯვებები უნდა განაგრძოს.“

„ის, რომ ბეილს უსტვენენ ძალიან სამწუხაროა. გავიხსენოთ რამდენად დიდი წვლილი აქვს უელსელს კლუბს წარმატებაში შეტანილი. ქომაგების უკმაყოფილება სხვა მეთოდებითაც შეიძლება გამოიხატოს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 2 აპრილი 2019
  • 4168
  • 6

1

2 აპრილი 2019 13:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ზიზუ! უნდა აღიარო რომ შენს არც ერთ შვილს შენი ნიჭის 1% კი არ გააჩნია და ყველა ასაკობრივი გუნდიდან გასაყრელები არიან რეალში. 5 ბიჭი და 5 ერთმანეთზე უნიჭო!
მბაპე თუ ვერ მოვა პოგბა აზარი და მანე საჭიროა როდრიგოსთან და იოვიჩთან ერთად.
ვარანი თუ წავიდა შკრინიანი და მილიტაო უეჭველი.

2

2 აპრილი 2019 14:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
100%იანი იბაზრა კაცმა. არაფრის მომცემ თამაშში რო ათამაშოს წელიწადში ერთხელ რა დაშავდება? მერე რა რო თავის შვილია

3

2 აპრილი 2019 16:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აუცილებელიც კია მაგის თამაში თუ უნდა რაიმე შედეგს მიაღწიოს გამოცდილება ჰაერივით ჭირდება,ისე კი ძალინ სუსტი მეკარეა, უნდა მოუმატოს.

4

2 აპრილი 2019 18:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ათამაშოს ლუკა რა პრობლემაა???თუ პრაქტიკა არ ექნა,ვერ დადგება კარგი მეკარე.

5

2 აპრილი 2019 19:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რატო არ უნდა ათამაშოს რახან თავის შვილია სულ სკამზე უნდა იჯდეს?სგ ზიდან

6

2 აპრილი 2019 20:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
ციტატა: narimana
ათამაშოს ლუკა რა პრობლემაა???თუ პრაქტიკა არ ექნა,ვერ დადგება კარგი მეკარე.

მაგისგან არაფერი დადგება ძმა დამიჯერე laughing და ისე თამაშს რაც შეეხება არანაირი პრობლემა არ არის წელში 1 იგრა მე3 კიპერმაც უნდა ითამაშოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)