რეალის ლეგენდარული ფეხბურთელები - ფერნანდო რედონდო

2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს მადრიდის რეალი და მილანი დაუპირისპირდნენ. რეალს რამდენიმე თვის წინ ჩემპიონთა ლიგა მოგებული ჰქონდა, მაგრამ მატჩის დაწყების წინ ეს მადრიდულ პუბლიკას არ ანაღვლებდა.


არცერთ რეალის ფეხბურთელს არ მიუღია ისეთი ხმამაღალი აპლოდისმენტები, როგორიც ფერნარდო რედონდომ. მატჩის შემდეგ კი ტრადიცია დაირღვა და სამხრეთის ტრიბუნასთან, გულშემატკივრებთან ერთად, რეალის კაპიტანი არ მისულა. რაულმა ულტრას სურთან ფერნანდო რედონდო მიაცილა, რეალის „პრინცი“, რომელიც უკვე მილანში თამაშობდა.



1994 წელს რეალის ისტორიაში საკმაოდ ცუდი პერიოდი იდგა. ბოლო 4 ლა ლიგის ტიტული ბარსელონამ მიისაკუთრა, რეალმა კი, ოთხწლიან პერიოდში, მხოლოდ 1 ესპანეთის სუპერთასის და 1 კოპა დელ რეის მოგება შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ტიტული რეალს 1966 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, მადრიდული კლუბის მდგომარეობას კი ის ფაქტი აუარესებდა, რომ ბარსელონამ ლიგა 1992 წელს მოიგო, 94-ში კი ფინალი ითამაშა.

ფერნანდო რედონდო ტენერიფეში თამაშობდა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად უეფას თასზე გავიდა. ამ ტურნირიდან გუნდმა ოსერისა და ოლიმპიაკოსის გამოგდება
მოახერხა, სანამ იუვენტუსთან დამარცხდებოდა. რედონდო, 93-94 წლებში, ტენერიფეს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და რეალის ყურადღებაც მიიპყრო.



რედონდომ პირველივე წელს, რეალთან ერთად, ლა ლიგის ტიტული მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე, იმ დროს, მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონები თამაშობდნენ.

ჩემპიონთა ლიგიდან ფერნანდო ისევ ტურინის იუვენტუსმა გამოაგდო, როგორც ტენერიფეში თამაშისას.

რეალმა ლა ლიგა 96-97 სეზონში კვლავ მოიგო, რედონდო კი გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1998 წელს რეალი 17 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ტურინის იუვენტუსს შეხვდა. ეს რედონდოს მესამე შეხვედრა იყო იტალიურ კლუბთან, პირველ ორ შემთხვევაში არგენტინელი ფეხბურთელი დამარცხდა. იმ ღამით რედონდოს ბევრად უფრო რთული რამ ევალებოდა - პირად მეურვეობაზე ზინედინ ზიდანი უნდა აეყვანა.

1998 წელი ზიდანის კარიერაში საუკეთესო წელი იყო, მან სერია ა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მიიღო ოქროს ბურთი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ამ წელს ზიზუს ვერავინ აჩერებდა, ვერავინ, გარდა ერთი კაცისა.

ფერნანდო რედონდომ ამ ფინალში ზიზუ პირწმინდად დაჯაბნა და ფრანგი ნახევარმცველისგან ყველანაირი ხიფათის განეიტრალება მოახერხა. რეალმა კარი მშრალად შეინახა და ფინალი ანგარიშით 1:0 მოიგო. რედონდო კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დელ პიეროს, ზიზუს და ლუიშ ფიგუს გვერდით დააყენეს. რედონდომ ორი წლის შემდეგ რეალთან ერთად კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ დროს რეალის კაპიტანს, მანოლო სანჩისს, ტრავმა ჰქონდა, რის გამოც კაპიტნის სამკლაური სეზონის ბოლომდე რედონდოს ეკეთა.
მეოთხედფინალში საყრდენმა რეალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა, როცა იუნაიტედის მცველ, ჰენინგ ბერგს, საოცარი ფინტით გასცდა და რაულს ცარიელ კარში გაატანინა გოლი.



ფინალში ვალენსიას წინააღმდეგ რედონდო მატჩის საუკეთესო ფეხბურთლად დასახელდა, წლის ბოლოს კი საკლუბო სეზონის საუკეთესო ფეხბურთის ტიტულიც მოიგო.

ესპანურმა გამოცემა EFE-მ რედონდო ოთხმოცდაათიანი წლების საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელა.

2000 წელს რედონდო, რომელიც იმ დროს რეალის ვიცე კაპიტანი იყო, ფლორენტინო პერესმა გუნდიდან გაუშვა.

dle 10.1

  • Hala
  • 29 მარტი 2019
  • 3937
  • 28

1

29 მარტი 2019 19:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი სტატიაა. ადმინ იეროზე და ივან კამპოზეც დადე ესეთი სტატია

2

29 მარტი 2019 20:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გენია იყო ესკაცი, გენია.

3

29 მარტი 2019 20:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
რედონდო რეალის ისტორიაში საუკეთესო საყრდენია, მაკელელესთან ერთად. პასი, ტეხნიკა, მოედნის ხედვა დარტყმა- ყველაფერი რომ ჰქონდა უმაღლეს დონეზე

4

29 მარტი 2019 21:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი.რივალდოს რომ დაეტაკა ვის გახსოვთ
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

5

29 მარტი 2019 22:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
მაგარი კაცი.
-----------------------
ჰალამადრიდ.

6

29 მარტი 2019 22:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა მაგარი იყო და პერესმა კვლავ იკაცა, წარმოიდგინე ფორმის პიკში მყოფი ზიდანი კაცმა როგორ უნდა გააჩერო? და ეს შეძლო. გენიოსი

პს მაგ ფინალს ნაყურები მაქ, თუმცა ყველა დეტალი ნაღდად არმახსოვს რადგან 2O წელზე მეტი გავიდა

7

29 მარტი 2019 23:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2095
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახმცველი ვინც კი მინახავს

8

30 მარტი 2019 00:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმ სირცხვილს რამოსმა უპასუხა, როგორც მცველი პიკე შეიძლება კარგია მაგრამ როგორც ადამიანი ნ.ბ.ჭ.ვრ, რაც ბევჯერ მასზე პირდად მითქამსო, დანარჩენს კიდე ბერნაბეუზე ნახავს

9

30 მარტი 2019 00:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE.
იმ სირცხვილს რამოსმა უპასუხა, როგორც მცველი პიკე შეიძლება კარგია მაგრამ როგორც ადამიანი ნ.ბ.ჭ.ვრ, რაც ბევჯერ მასზე პირდად მითქამსო, დანარჩენს კიდე ბერნაბეუზე ნახავს

Ra upasuxa ramosma?

10

30 მარტი 2019 00:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნუ რაიკარდი ჯობდა რა თქმა უნდა რედონდოს lol ისე კი რა თქმა უნდა ბუსკეცი ყველა დროის საუკეთესო ჩამშლელია უდავოდ უკონკურენტოდ :დ მისი დონის სტილის კლასის ინტელექტის მქონდე ჩამშლელი ისტორიაში არ ყოფილა :დ უკონკურენტოა ბუსკეცა როგორც მესი :დ ნუ რა თქმა უნდა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი პეპ გუარდიოლას აღმოჩენაა ბუსკეცა lol

11

30 მარტი 2019 00:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: barca-15
ნუ რაიკარდი ჯობდა რა თქმა უნდა რედონდოს lol ისე კი რა თქმა უნდა ბუსკეცი ყველა დროის საუკეთესო ჩამშლელია უდავოდ უკონკურენტოდ :დ მისი დონის სტილის კლასის ინტელექტის მქონდე ჩამშლელი ისტორიაში არ ყოფილა :დ უკონკურენტოა ბუსკეცა როგორც მესი :დ ნუ რა თქმა უნდა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი პეპ გუარდიოლას აღმოჩენაა ბუსკეცა lol

იმ ფეხბურთის დედას.. სადაც ბუსკეცს საუკეთესოდ აღიარებენ.. იმ პოზიციაზე სადაც რედონდო მაკელელე ვიეირა როი კინი ხაბი ალონსო..... აგენიც ფრჩხილამდეც ვერმივა.. კიი კარგი ჩამშლელია და კლასნია მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არაა!!

12

30 მარტი 2019 00:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უკვე 3O მარტია რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო რეალის და ფეხბურთის ყველაზე მხეც, მკვლელ, ლეგენდა, მაგარ კაცს დაბ დღე აქვს, ვულოცავ კაპიტანს. დღეს ყველაზე მეტად მევასება რამოსი, ყველაზე დედისმსერავი კაცი. ვოლკი ხარ სერხიო, გისურვებ კარიერას რო დაასრულებ ლიგის თასებით ბარსაზე წინ იყო დდდ

13

30 მარტი 2019 01:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ციტატა: barca-15
ნუ რაიკარდი ჯობდა რა თქმა უნდა რედონდოს

😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
ციტატა: barca-15
ბუსკეცი ყველა დროის საუკეთესო ჩამშლელია უდავოდ

სადაც რედონდო, მაკელელე, ვიეირა, ტურე, ალონსო, შვაინა თამაშობდნენ, იქ არის ბუსკეტსი საუკეთესოო 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
ბუსკეტსს კაზემირო ჯობია, ბევრად უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია და აგერ უკვე ყველანაირი სტატისტიკით ბოლო 5 წელია ჯიბეში ისვავს 😂😂😂😂😂😂😂😂
ციტატა: Madridista1992
ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი პეპ გუარდიოლას

სადაც არიგო საკი, ფერგიუსონი, დელ ბოსკე, ვენგერი, ანჩელოტი, მოურინიო, ზიდანი და ძალიან ბევრი სხვა ადამიანია, იქ გვარდიოლას რა უნდა? 😂😂😂😂😂😂😂😂
სიბნელე და უკუნეთი სუფევს შენს ტვინში 😂😂😂😂😂

14

30 მარტი 2019 01:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Shakespeare1
ციტატა: LUCA MODRIC
დელ ბოსკე, ვენგერი, ანჩელოტი, მოურინიო, ზიდანი

ამ სასტავს მოშნად იხევს გვარდიოლა :) მაქსიმუმ ანჩელოტიმ გაუწიოს აქედან კონკურენცია :)

2 წელნახევრიანი ზიდანის სამწვრთნელო კარიერა გვარდიოლას კარიერასთან რა მოსატანია. სერიოზული შედეგი დადო მარა ჯერ კიდე ბევრი აქვს გასაკეთებელი

15

30 მარტი 2019 05:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Bavshvebma waikitxet es statia da mixvdebit rom am kactan vercerti sayrdeni ver dadgeba, yvelaferi sheedzlo lideri iyo gundis ,eseti sayrdeni me Ar minaxavs.

16

30 მარტი 2019 10:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Shakespeare1
ციტატა: LUCA MODRIC
დელ ბოსკე, ვენგერი, ანჩელოტი, მოურინიო, ზიდანი

ამ სასტავს მოშნად იხევს გვარდიოლა :) მაქსიმუმ ანჩელოტიმ გაუწიოს აქედან კონკურენცია :)

ვაიმე ღმერთო 😓😓😓😓😓😓😓😓 ბოსკეს მონეხვილთან ვერაა ჯერ გუარდიოლა, კარკოსთანაც რა თქმა უნდა რა მოსატანია, ზიზუც ჯერ დიდი ხანია არაა მარა უკვე ჩაახტა, ვენგერს და მოუს ჯობია

ბარსელონას იქეთ კაი დიდი ნეხვია ეს გუარდიოლა, ბაიერნი დააქცია გაანადგურა, აა ხო ბუნდესლიგა მოიგო დამავიწყდა, სიტისაც ლიგაზე ხან მონაკო იფენს და ხან ვინ, მონაკო. წელსაც მაქს ნახფინალი. არაა ლიგა მისი საქმე, და მაგენს ყველას იხევსო კაი რა დდ

17

30 მარტი 2019 11:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ani ki shemovardeba da ghadaobs magram busquets ze absoliuturi simartle tqva da dascinixart ? )) Buqsuetsi aris geniosi .. ertaderti tu vinme ramit jobia an jobda odesme fizikuri monacemia, sustia albat yvela sayrdenze .. Busquets i s shesadzleblobebs ro ver xedavde da aghfrtovanebashi ar moyavde adamiani eseigi fexburti an ar giyvars an ar gesmis. Yvelas tavisi damokidbeuleb aqvs fexburtelebis mimart magram , samasxarao naghdad araa Sergio ))

18

30 მარტი 2019 12:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ბუსკეცი ტვინით თამაშობს,მისი სათამაშო აიქიუ ბევრ საყრდენს აღემატება,თითქოს ის არ დარბის ბევრს მაგრამ ყოველთვის იქააა სადაც საჭიროება მოითხოვსს.ეს კი იმის ნიშანიაა ეპიზოდის განვითარებებამდე კითხულობ თამაშშს.,ყველა დროის საყრდენიაოო ნამეტანი გაბუქებულიაა დაა სუბიექტურობა იქნება მაგრამმ ერთერთი საუკეთესო უკვე რომ არის ისტორიაში უდავოაა,პირადად მაკელელეს ნამდვილად სჯობდა,რაც შეეხება რედონდოსს მას ქონდა როგორც ტექნიკური ასევე ფიზიკური არსენალიი და ეს ორივე ერთად სწორედ ხდიდა მას უნაკლოს,,რედონდოს თამაშები ბევრს არ გაქვთ ნანახი,ის არ იყო მხოლოდ საყრდენი,ის ასევე ითავსებდა ცენტრალ მიდფილდერის ფუნქციებსაც,შეტევებშიც ერთვებოდა,ქონდა ინდივიდუალური რესურსი შეეძლო კაცი მოტყუება საკუთარ თავზე აღებააა ,არის ასპეკტები რაშიც პირადად ბუსკეცს აღემატებოდააა ,ფიზიკურ მონაცემებზე აღარ ვსაუბრობ,ყველა გიოჯზე ომობდაა ,იმის გარდა რომ იყო მაღალი გრძელი ფეხები ქონდააა ამ გრძელ ფეხებს იდეალურად იყენებდააა .არ იყო სწრაფი მაგრამ ქონდა დიდი შაგი და ამით იგებდაა მანძილსს ,პოზიციურადდ უძლიერესი იგროკი იყოო,,ცენტრალურ მცველებს იდეალურად აზღვევდაა ბურთი ამოქონდა და შეტევების ორგანიზებაშიც იღებდა მონაწილეობას,,რედონდოს გაცილებით მეტიიი სამუშაო ქონდა ვიდრე ბუსკეცსს,ნამდვილად არ ვთვლი რომ რედონდოს აღემატებააა .ეს არის სუბიექტურობის პიკიი .როცა ბევრს საერთოდ არ აქვს ნანახი რედონდოს მატჩები.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

19

30 მარტი 2019 12:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
სადაც რედონდო, მაკელელე, ვიეირა, ტურე, ალონსო, შვაინა

მაგათ გადაბმულად ჯობია ბუსკეცი ყველაფრით გაგებაში არ ხარ ფეხბურთის :დდდდდ lol

ციტატა: LUCA MODRIC
ფერგიუსონი, დელ ბოსკე, ვენგერი, ანჩელოტი, მოურინიო, ზიდანი

ზიდანს პოჩეტინოც ჯობია გუარდიოლა არც უნდა შეადარო იმდენად წინაა პეპი :დდ მოუსაც და ფერგისაც პირადად აჯობა :დ და დანარჩენებსაც რა თქმა უნდა ჯობია ტვინი გაქ თუ ჩალა :დდდდდდდდდ lol

ციტატა: FERNANDO_REDONDO
,პირადად მაკელელეს ნამდვილად სჯობდა,

აბა რა ჯობდა მაკელელეს და რედონდოსაც ჯობია აღიარო უნდა lol

20

30 მარტი 2019 12:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
რაც შეეხება მწვრთნელების შეფასებასს ,,მთავარი კრიტერიუმიი ადამიანების არის ტიტულებიი,მაგალითად ვანგაალი ბევრს არ მიაჩნია დიდ მწვრთნელადდ მაგრამ მე მიმაჩნია მიუხედავად იმისა არც ისე ბევრი ტიტული აქ კარიერულად მანნ ახალი ინოვაციები დანერგა ფეხბურთშიი და უფრო განავითარა,ვენგერიც ინოვატორი მწვრთნელია,ჩემთვის ვენგერიც უდიოდესი მწვრთნელია,,მწვრთნელი რომელიც ფეხბურთს ბევრს სძენს ის უდავოდ დიდი მწვრთნელიაა,,ასევე გვარდიოლაც უძლიერესი სპეციალისტიააა ,გვარდიოლას ამ ორთან ის უოპირატესობა აქვსს რომ გვარდის შედეგებიც აქვსს ,ამიტომ პირადად მე ვთვლი რომ ვენგერს უკვე აღემატება,ვენგერმა თავისი კარიერა არსენალს შესწირაა და ეს დაუჯდაა იმ ფასად რომმ კარიერაში ბევრი ტიტული ვერ მოიგო,მაგრამ იყო ინოვატორი მწვრთნელი და ამ მხრივ ლეგენდარულ მწვრთნელებში ჩემი ფავორიტია გვარდიოლასთან ერთად.აქ საკის სახელმაც გაიჟღერა,საკი იმიტომ იყო უდიდესი მწვრთნელი თავის დროში მანნნ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა და მისი მილანი აბსოლიტურად სხვა ორბიტაზე იყო,საკის გენიალურობა იოყო იმაში რომ ის დროს უსწრებდაა .უძლიერესიი იმპროვიზატორი.რაც შეეხება ფერგიუსონი ეს არის ეტალონი მწვრთნელის სტაბილურობისს ,მე ესეთი სტაბილური მწვრთნელი ცოტა თუ მინახავსს .დელ ბოსკე ეს იყო მთლიანად რეალის კადრი,იდეალურად მოარგო თავი რეალის სათამაშო ფილოსოფიას დაა რესურსიც იდეალურად გამოიყენა ,დელ ბოსკეს პლიუსი სწორედ ეს არის მას შეუძლია ფეხბურთელებთანნ კარგი ურთიერთობაა .მაგრამ ტაქტიკურადდდ მე პირადად ვთვლი ზემოთ ხსენებულ მწვრთნელებს ბევრს ჩამოუვარდებაა,,მე მაპატიეთ ეს ჩემი აზრია.

ციტატა: barca-15
აბა რა ჯობდა მაკელელეს და რედონდოსაც ჯობია აღიარო უნდა

ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს,პირადად მე რედონდო მირჩევნიააა ,იმ მიზეზების გამო რაც ჩამოვთვალე.

ერთია ვიღაც გირჩევნია ეს შენი პირადი გემოვნებაა და მეორე რეალობაა.რედონდოს შემთხვევაში საქმე გვაქ უვიცობასთან,აზეე არაა 70 პროცენტიიი მისი თამაშიც ნანახი არ აქვთ,ზოგს მხოლოდ ჰაილაითები აქვს და მე მთელი 90 წუთები მაქ ნაყურები 97 წლიდან რაც რეალს ვუყურებდიი,,ის რაც რედონდომ ბერგს გაუკეთა ოლტრაფორდზეეე ეს იყოოო მატჩის ერთი ჰაილათი და მთლიანი თამაშიი ცოტას თუ ახსოვსსს როგორ ითამაშააა.ესეთი მიდგომააა,ჰაილაითებით ვერ შექმნი საერთო სურათს,ამიტომ ანი ბარსასს საუბარი ლოგიკურიაა,,მან არ იცისსს და შესაბამისად აწვება იმას რაც იცის.

თუმცა საიდან უნდა იცოდეს მაშინ ბაღში დადიოდაა))
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

21

30 მარტი 2019 12:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ციტატა: alves
ra redodo jobia buskecs:D es ari sheni subieqturi mosazrebis piki:D da realobastan saertod kavshiri ar aq. am or fexburtels sxvaoba ashkaraa buskeci minimum erti tavi magla dgas redondoze da jer kidev moqmedi fexburtelia. redondo chaatarebda zeliwzdshi ramodeni me did matshchs magram sashinla arastabiluri iyo.

ჯობია არ მითქვამს მირჩევნია,მირჩევნია კი ჩემი სუბიექტური აზრია და როცაა ამბობ ჯობიაა ეს უკვე სუბიექტურზე მეტია,ტერმინოლოგიაში ცოტა განვითარდი და მერე ააგე ოროსნისსს თეორემა,მეტი არც შეგიძლიააა.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

22

30 მარტი 2019 12:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
ციტატა: alves
ra redodo jobia buskecs:D es ari sheni subieqturi mosazrebis piki:D da realobastan saertod kavshiri ar aq. am or fexburtels sxvaoba ashkaraa buskeci minimum erti tavi magla dgas redondoze da jer kidev moqmedi fexburtelia. redondo chaatarebda zeliwzdshi ramodeni me did matshchs magram sashinla arastabiluri iyo.

მოიცა და რედონდო იყო არასტაბილური და ბუსკეცია სტაბილური?რედონდო ერთ-ერთი გამორჩეული ჩამშლელი იყო საფეხბურთო ისტორიაში და თურმე მინიმუმ ერთი თავით ჯობს ბუკეთსი მას,საინტერესოა.
ისე კი თუ ჩამშლელებზეა საუბარი რაიკაარდი სულ სხვა დონეზე იყო,აი მასთან ახლოს ძაან ცოტას თუ დააყენებ,მაგრამ ჩამშლელთა გვარდიაში ასევე მათეუსიც უნდა შევიყვანოთ,რადგან სვიპერის პოზიციაზე თამაშობდა და ითავსებდა ამ როლსაც,ამიტომ თუ ვინმე უნდა გამოვარჩიოთ საფეხბურთო სამყაროდან ეს ბოლო ნახსენები ფეხბურთელები უნდა იყოს ამ პოზიციაზე.

23

30 მარტი 2019 13:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
ციტატა: alves
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ჯობია არ მითქვამს მირჩევნია,მირჩევნია კი ჩემი სუბიექტური აზრია

shen roca tqvi mirchevnia mizezebic chamotvale da daamate isici rom roca ambobo rom buskeci redondos jobiao subieqturobis pikiao exla sxvas uberav chamoyalibdi bolo bolo roca sxvis naqtvams uwodeb orosnis teoriaze agebuls.. shen ki wer xutosani bejiti moswavlesavit kaligrafias vgulisxmob magram chamouyalibleblad da plius subieqturad.

ციტატა: Bordo
სტაბილური?რედონდო ერთ-ერთი გამორჩეული ჩამშლელი იყო საფეხბურთო ისტორიაშ

mereda vin tqva rom ar iyo? ubralod buskeci rom jobia amas ar uda kamati magram roca subieqturi xar mesmis mec mulaparakia mag poziciidan araferi dasazraxi magashi.

და რატომ არ უნდა კამათი?იქნებ თვითონვე ხარ სუბიექტური მაგ მოსაზრებაში?ნუ პრინციპში სუბიექტურობა იქვე ჩანს როდესაც თქვი რომ მინიმუმ ერთი თავით აღემატება ბუსკეთსი მას,რაც ძაან გადამლაშებული შეფასება იყო ამ ორ ფეხბურთელს შორის.

24

30 მარტი 2019 13:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
ციტატა: I N I E S T A 8
ყველა დროის ნამდვილად ვერ ვიტყვი მარა რაც მაღლა დაწერეს ფეხბურთის შეურაწყოფაა კაზემიროს რო კაცი ბუსკეცთან დააყენებ.რედონდო რაც დაწერე აფსოლიტურად გეთანხმები.ზოგი აშკარად ვერ ეგუება იმას თუ რქმხელა კალიბრის ფეხბუღთელია ბუსკეცი.კაზემიროს იმის ნახევარი ტვინი არ აქ რაც ბუს .ყველასნთქვისი აზრი აქ მარა ამ მაკელელეს რო შიგ ახტება მხოლოდ ბარსას მოძულე არ დაწერს.ramos the legend დაბრუნებულხარ😁რაო ამსტერდამში 1-2 მერე ამ დეიონგმაო რაო რაო😁😁😁მერე აღარც შემოსულხარ.

ციტატა: Bordo
და რატომ არ უნდა კამათი?იქნებ თვითონვე ხარ სუბიექტური მაგ მოსაზრებაში?ნუ პრინციპში სუბიექტურობა იქვე ჩანს როდესაც თქვი რომ მინიმუმ ერთი თავით აღემატება ბუსკეთსი მას,რაც ძაან გადამლაშებული შეფასება იყო ამ ორ ფეხბურთელს შორის.

რაფერ ხარ ბორდო?ვერავინ იტყვის ბუსკეც რატო აყენებ რედონდოსთანი და არც პირიქით.აი მაკელელე კაზემირო ვიეირას კი ნამდვილად აღემატება ბუსკეცი.რატო სძულდ ხალხს ვერ ვხვდები.

არამიშავს ინი შენ როგორ ხარ?არ ვიცი რატომ სძულთ,ერთი შეიძლება ის იყოს რომ სიმულაციებს მიმართავს ხოლმე,მაგრამ როგორც ჩამშლელი ძალიან მაგარია.ჩემთვის ერთი დონეა რედონდო და ბუსკეთსი,მათ შორის არჩევანს ვერ გავაკეთებდი,ანუ რომ თქვა რომელიმე უკეთესიაო მიჭირს,მაგრამ საერთოდ სხვა დონეზე იყვნენ ის ორი ფეხბურთელი რომელიც ზემოთ დავწერე.ისინი არა მარტო ჩამშლელები არამედ გუნდის ლიდრებიც იყვნენ და იმის და მიუხედაად რომ ჩამშლელი ფუნქციის მატარებლები იყვნენ,მაინც ძალიან ბევრი გოლს იტანდნენ,ასევე საოცრ ტექნიკას ფლობდნნ და ნუ მათ პასის კულტურაზე არც გავამახვილებ ყურადღებას,თავისუფლად შეეძლოთ ერთი-ორ კაცზეც წასვლა და სივრცის გათავისუფლება.ასევე როი კინსაც გამოვარჩევდი,საკმაოდ უხეში და რიგ ეპიზოდებში ბინძურ ფეხბურთსაც მიმართავდა მაგრამ ისიც უმაღლესი დონის ჩამშლელი იყო,გუნდის მოტივატორი და მასთან ასე ვთქვათ ჭიდილი საკმაოდ საშიშიც იყო.

25

30 მარტი 2019 13:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: FERNANDO_REDONDO

FERNANDO_REDONDO

ბუსკეცი 10 წელია ტოპ კლასს დებს და ჯერ კიდევ წინ აქვს რამდენიმე წელი lol ბუსკეცის დონეზე 10 წელი ეთამაშოს ვინმე ჩამშლელს არ ყოფილა :დ ესპანეთის და ბარსას ოქროს ხანაში გუნდის ხერხემალი იყო და მისი კლასის ტექნიკის და დონის ჩამშლელი არ ყოფილა, ართმევაზეც ძალიან კარგია ბუსკეცი და საერთოდ ფენომენია თავის პოზიციაზე ასე სტაბილურად ეს დონე დადო არის ფენომენალურობა lol კაზემიროს ბუსკეცთან ვინც ახსენებს ფეხბურთს მაცივარში უყურებს და გაგებაში არაა :დდ კაზემიროს კანტეც ჯობია :დ ბუსკეცი კიდე ვაბშე სხვა ფენომენია საუკეთესო ისტორიაში თავის პოზიციაზე lol

26

30 მარტი 2019 15:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
“ბუსკეცის დონეზე 10 წელი ეთამაშოს ვინმე ჩამშლელს არ ყოფილა”-უფრო სწორად შენ არ გსმენია.
"ბუსკეცი 10 წელია ტოპ კლასს დებს"-ამ ათი წლის მანძილზე მარტო არასოდეს ყოფილა,კარგად გაიხსენე ვინ უმაგრებდა ზურგს.
"ესპანეთის და ბარსას ოქროს ხანაში გუნდის ხერხემალი იყო"-ჩავი და ინი ალბათ ამ დროს კუდუსუნის ფუნქსიას ასრულებდნენ.
"კაზემიროს ბუსკეცთან ვინც ახსენებს..." -აქ კი ვერ შეეწინააღმდეგები.
"საუკეთესო ისტორიაში თავის პოზიციაზე"-ეს კი უფრო შენი გამოგონლი ზღაპარია.

თუნდაც ჩავისა და ინიესტას დავანებოთ თავი,ესპანეთის ნაკრებში ნეტავ ჩაბი ალონსოს რა ფუნქცია ჰქონდა?რაღაც არ მახსენდეა ბუსკეთსი გამოკვეთილად მდგარიყოს მარტოდ-მარტო ესპანეთის ნაკრებში მაგ პოზიციაზე :(

27

30 მარტი 2019 16:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Bordo
“ბუსკეცის დონეზე 10 წელი ეთამაშოს ვინმე ჩამშლელს არ ყოფილა”-უფრო სწორად შენ არ გსმენია.

არ მსმენია კი არა არ ყოფილა :დდ 10 წელი ზე დონეს დებს lol ჩემი აზრით ახლოსაც არაა ისტორიაში არავინ ბუსკეცთან :დ

28

30 მარტი 2019 17:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
ციტატა: barca-15
ციტატა: Bordo
“ბუსკეცის დონეზე 10 წელი ეთამაშოს ვინმე ჩამშლელს არ ყოფილა”-უფრო სწორად შენ არ გსმენია.

არ მსმენია კი არა არ ყოფილა :დდ 10 წელი ზე დონეს დებს lol ჩემი აზრით ახლოსაც არაა ისტორიაში არავინ ბუსკეცთან :დ

შენც კარგად იცი რომ მასე რ არის,მაგრამ ასეთები გახასიათებს ხოლმე და რას ვიზამთ 😄

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)