ზიდანი:„პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად დაიმუხტა“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მომეწონა გუნდის ბალანსირებული თამაში. თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოს, ამ შემთხვევაში საქმე წინ წავა. ფიზიკური თვალსაზრისით გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც ძალიან მახარებს. შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შევიტანე და ვეცადე, რომ ამ ფორმაციით მომეპოვებინა 3 ქულა. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, მომდევნო 2 კვირის მანძილზე ბევრს ვიმუშავებთ.“

„დავბრუნდი და შეგრძნებები შესანიშნავია. ჩემი მიზანი ახლა სეზონის კარგი შედეგით დასრულებაა. 3 ვარჯიში გვქონდა და ვეცადეთ გარკვეული იდეები განგვეხორციელებინა. ახლა სანაკრებო პაუზა დაიწყება და ვეცდები, სიტუაცია შევცვალო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში ვარ, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. „რეალში“ ყველა ეტაპი გამოვიარე, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა.“

„პირველი ტაიმი არ იყო კარგი, გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მომატება მართებდა და მეტი ფანტაზია იყო საჭირო. მეორე 45 წუთში გუნდმა ჩემი ყველა რჩევა-დარიგება გაითვალისწინა და შედეგიც სახეზეა. მიხარია, რომ კარი მშრალად შევინახეთ და მეტოქის კართან ბევრი მომენტი შევქმენით.“

„რატომ ვათამაშე კეილორ ნავასი? იმიტომ, რომ ის მსოფლიო კლასის მეკარეა? კურტუა? ბელგიელს არაფრის მტკიცება არ სჭირდება, ის აუცილებლად გამოჩნდება მოედანზე. მიხარია, რომ კოლექტივში 3 მაღალი დონის კარის დარაჯი მყავს და მათი იმედი შეიძლება მქონდეს.“

„გუნდში სერიოზულ ცვლილებებს ვგეგმავ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ყველა ფეხბურთელი მოტივირებული უნდა იყოს და ვეცადოთ, მომდევნო მატჩებში ქულების მაქსიმალურ აღებას.“

„სებალიოსის თამაშით კმაყოფილი ვარ, ის პროდუქტიული იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.“

„მარსელო თუ რეგილონი? ბრაზილიელის გამოცდილება ფასდაუდებელია, სერხიოს კი ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა მისი შემართება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის „ბლანკოსში“ წლების მანძილზე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება.“

„ასენსიოს თამაში ძალიან მომეწონა, პირველ ტაიმში ის არ სჩანდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და მან ლიდერის სტატუსი მოირგო, მართალია ესპანელმა ვერ გაიტანა, თუმცა მომენტებს ხშირად ამწვავებდა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„ისკომ გოლი გაიტანა და საკმაოდ ეფექტურად ასპარეზობდა, მას მომატება შეუძლია, მომდევნო დღეებში ალარკონთან ბევრს ვიმუშავებ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 16 მარტი 2019
  • 5473
  • 5

1

17 მარტი 2019 00:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1339
კოჩაღ ზიზუ მახარებს შენი დაბრუნდება მაგარი ჩაჭრილი ვარ შენთან ნამეტანი მოვინდომე

2

17 მარტი 2019 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1870
sg zizu gamisworda iskos marselos da navasis dayenebaaa arminda es kurtua dziritadshi darwmunenuli var. gaushvebda iq gols navasma rom moxsna

3

17 მარტი 2019 01:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Tibo uda iyos dziritadi mekare.navasis tamshebi kargat maxsovs .awyobil gundshi kurtuva sheudarebelia..

4

17 მარტი 2019 11:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ალეე აბა ასე უნდა გააგრძელო ატლეტიკომ წააგო!!!

5

17 მარტი 2019 15:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ის უაზრო ჩაწოდებები არ დააბრუნო ოღონდ კლუბში ზიზუ ! ეგ არ მევასებოდა ზიდანის რეალში . მუდმივი და სისტემატიური ჩაწოდებები მეტოქის საჯარიმოში . ადრე თუ ეს ასე თუ ისე ამართლებდა , რონალდუს თაურების ხარჯზე , დღეს ვერ და არ გაამართლებს ვინაიდან , ბენზემას მეორე სართულზე ბრძოლა არ შეუძლია ...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)